სილამაზე

სეზონის 5 ყველაზე მოდური ვარცხნილობა

სეზონის 5 ყველაზე  მოდური ვარცხნილობა

გაზაფხული მოვიდა და ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს ეს: სარკეში ვიხედებით და ვხვდებით, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ. ხანდახან ეს სურვილი მხოლოდ "ჩოლკის" შეჭრით სრულდება (რასაც მერე ნახევარი წელი ვნანობთ), მაგრამ თუ ამჯერად სერიოზულად გადაწყვიტე იმიჯის განახლება, აჯობებს ტრენდებს გადაავლო თვალი.

დაივიწყე "გაუთოებული" და დასწორებული თმები - წელს მოდაში თავისუფლება, ბუნებრივი აჩეჩილობა და ცოტა რეტრო სტილია. აი, 5 ვარიანტი, რომლითაც წელს ყველაზე "გლამურული" ვარსკვლავები იწონებენ თავს:


1. „ბიქსი“ - არც ბობი, არც პიქსი

ეს არის იდეალური გამოსავალი მათთვის, ვისაც მოკლე თმა უნდა, მაგრამ "ბიჭურად" შეჭრის ეშინია. ბიქსი (Bixie) არის რაღაც შუალედური.

  • მუღამი: თმა ფენებად არის შეჭრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დილით ფენით წვალება არ მოგიწევს – ცოტა აიჩეჩავ და ეგაა.

  • ვისზე ვნახეთ: ზენდეიამ ეს ვარცხნილობა წელს ნამდვილ ჰიტად აქცია.

2. ულტრამოკლე პიქსი – გაბედული ნაბიჯი

თუ გინდა, რომ საერთოდ შეიცვალო და ყურადღების ცენტრში მოექცე, ეს შენია. ძალიან მოკლედ შეჭრილი თმა, რომელიც სახის ნაკვთებს მაქსიმალურად აჩენს.

  • სტილი: წელს მოდაშია მისი გელით დაფიქსირება – ე.წ. "სველი ეფექტი".

  • გაითვალისწინე: ეს ვარცხნილობა ძალიან უხდება გამოკვეთილ ყვრიმალებს.

3. დაუვარცხნელი „ბობი“ (იგივე კარე)

კარე არასდროს გადადის მოდიდან, მაგრამ წელს ის სხვაგვარია. დაივიწყე იდეალური სიმეტრია. ახლა მოდაშია "დაუდევარი" კარე.

  • როგორ ვატაროთ: ისე უნდა გამოიყურებოდე, თითქოს ახლახან გამოიძინე და თმაზე ხელი გადაისვი. რაც უფრო ბუნებრივი და ტალღოვანი იქნება, მით უფრო ტრენდულია.

4. რეტრო კასკადი – 90-იანების დაბრუნება

გრძელი თმის მოყვარულებო, თქვენთვისაც გვაქვს კარგი ამბავი! ისევ დაბრუნდა "ფენოვანი" თმა. სთხოვე სტილისტს, რომ წინ, სახესთან, თმა უფრო მოკლედ შეგჭრას, რათა ფორმა გამოიკვეთოს.

  • რატომაა კარგი: თმა აღარ არის მძიმე, უფრო ჰაეროვანია და მოცულობაც მეტი აქვს. ბელა ჰადიდი და ნიკოლ კიდმანი სწორედ ამ სტილზე გადავიდნენ.

5. „შაგი“ – აჩეჩილი სტილის მოყვარულთათვის

თუ ბუნებრივად ხვეული ან ტალღოვანი თმა გაქვს, გილოცავ – შენთვის "შეგი" (Shaggy) საუკეთესოა. ეს არის ბევრი ფენა, ბევრი მოცულობა და სრული თავისუფლება.

  • მთავარი პლუსი: საერთოდ არ სჭირდება სპეციალური დაყენება. რაც უფრო "არეულია", მით უფრო "სტილნია".


ბონუსი: ჩოლკა შევიჭრათ?

თუ მაინც გადაწყვიტე, რომ წინამო გინდა, წელს სამი მთავარი გზა გაქვს:

  1. "ფარდა" ჩოლკა: რომელიც შუაზე იყოფა და გვერდებზე ლამაზად გადადის.

  2. სქელი და გრძელი: რომელიც თითქმის თვალებს ფარავს (ძალიან ეფექტურია).

  3. გვერდზე გადაწეული: მათთვის, ვისაც კლასიკა უყვარს.

მოკლედ, ამოირჩიე შენი ფავორიტი და ნუ შეგეშინდება ექსპერიმენტების – თმა მაინც გაიზრდება!