WIZZ AIR-ი ULTIMATE CHAMPIONSHIP-ის ოფიციალური ავიაპარტნიორი გახდა
- 14.04.2026
Wizz Air, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი ავიაკომპანია, მსოფლიო მძლეოსნობის ახალი, პრესტიჟული ტურნირის — World Athletics Ultimate Championship-ის ოფიციალურ ავიაპარტნიორად დასახელდა.
ჩემპიონატი წარმოადგენს ახალ, მაღალი დონის საერთაშორისო შეჯიბრს მძლეოსნობაში, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებს სხვადასხვა ელიტარული ტურნირებიდან. აღნიშნული პარტნიორობა კიდევ უფრო აძლიერებს ღონისძიების მასშტაბსა და დინამიკას გლობალურ სპორტულ სივრცეში.
ჩემპიონატი გაიმართება 11–13 სექტემბერს ბუდაპეშტში და წარმოადგენს ინოვაციურ ფორმატს, სადაც Wizz Air მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ლოგისტიკური გაუმჯობესების კუთხით - უზრუნველყოფს მსოფლიოს საუკეთესო ათლეტების დროულ და კომფორტულ გადაადგილებას. პარტნიორობის ფარგლებში, თითოეული ჩემპიონი მიიღებს სამოგზაურო ვაუჩერებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ Wizz Air-ის ფართო მარშრუტების ქსელით და ეწვიონ მრავალ მიმართულებას. შეთანხმებას ოფიციალურად მოეწერა ხელი ბუდაპეშტში, კომპანიის სათავო ოფისში.
მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტმა სებასტიან კოუმ აღნიშნა:
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Wizz Air გახდა პირველი World Athletics Ultimate Championship-ის ოფიციალური ავიაპარტნიორი. ეს ღონისძიება მსოფლიო სპორტის საუკეთესო ათლეტებს წარადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთის უმსხვილესი ავიაკომპანია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩემპიონატის წარმატებაში ბუდაპეშტში”.
ორგანიზაციული კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ბალაჟ ფიურეშმა განაცხადა:
„ბუდაპეშტი გლობალური სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია. ბოლო 7 წლის განმავლობაში, უნგრელმა გულშემატკივრებმა 25 ოლიმპიური სახეობის 30-ზე მეტ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლეს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ ინოვაციურ World Athletics Ultimate Championship-ს და ვხვდებით მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებს. ამ ისტორიულ მომენტს კი ვუზიარებთ Wizz Air-ს — ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნომერ პირველ ავიაკომპანიას”.
260-ზე მეტი თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტით, Wizz Air ახორციელებს 1000-ზე მეტ რეისს, თითქმის 200 აეროპორტის მიმართულებით. 2004 წელს პირველი ფრენის შემდეგ, ავიაკომპანიამ უკვე 500 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა და აგრძელებს მის მისიას და ფართო აუდიტორიას სთავაზობს ხელმისაწვდომ, უსაფრთხო და საიმედო მოგზაურობას.
სილვია მოსკერა, Wizz Air-ის კომერციული დირექტორი:
„ვამაყობთ, რომ ვართ World Athletics Ultimate Championship-ისა და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის პარტნიორი და ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ოფიციალური ავიაკომპანია. ჩვენი მიზანია ადამიანების დაკავშირება. გვახარებს, რომ შევუწყობთ ხელს მსოფლიოს საუკეთესო ათლეტების ჩამოსვლას ბუდაპეშტში. ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს მთავარ ღირებულებებს — სრულყოფილებას, კავშირს, პოზიტიურობასა და შთამაგონებელ ენერგიას, რაც სრულად ემთხვევა ამ შეჯიბრის სულისკვეთებას.”
World Athletics Ultimate Championship მიზნად ისახავს მძლეოსნობის კალენდრის გარდაქმნას. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გამოავლენს საუკეთესოთა შორის საუკეთესოს — სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები, Diamond League-ის გამარჯვებულები და წლის საუკეთესო შედეგის მქონე ათლეტები.
ჩემპიონატის ძირითადი მახასიათებლები:
-
ჩემპიონატი 2026 წლიდან გაიმართება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და იქნება მძლეოსნობის სეზონის გრანდიოზული ფინალი;
-
ეს არის სამდღიანი ღონისძიება, სადაც საღამოს სესიები მოიცავს რბენის დისციპლინებში ნახევარფინალებსა და ფინალებს, ხოლო ტექნიკურ დისციპლინებში — პირდაპირ ფინალებს;
-
თითო დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს რეიტინგის მიხედვით შერჩეული 8–16 საუკეთესო ათლეტი. საერთო ჯამში, იასპარეზებს დაახლოებით 400 სპორტსმენი 70-მდე ქვეყნიდან, რაც ნიშნავს, რომ ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებს.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია