LIFE

Wizz Air-ით მოგზაურობა კიდევ უფრო მსუბუქი ხდება: A321NEO-ის ფლოტისთვის GEVEN-ის Eva სავარძლები უკვე შერჩეულია

Wizz Air-ით მოგზაურობა კიდევ უფრო მსუბუქი ხდება: A321NEO-ის ფლოტისთვის GEVEN-ის Eva სავარძლები უკვე შერჩეულია

ავიაციის ინდუსტრიაში სავარძლების ინოვაციური გადაწყვეტილებების ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Geven Wizz Air-თან ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს.

პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, Geven ავიაკომპანიის Airbus A321neo-ის ფლოტს თანამედროვე სამგზავრო სავარძლებით აღჭურვავს. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორივე კომპანიის ერთგულებას კომფორტის, უსაფრთხოებისა და დიზაინის უმაღლესი სტანდარტების მიმართ.
შეთანხმება მოიცავს დაახლოებით 200 თვითმფრინავის კომპლექტს, რაც თითქმის 45,000 სამგზავრო სავარძელს ნიშნავს.

ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია Wizz Air-ის მზარდ ფლოტში უზრუნველყოფს უფრო მსუბუქ და გაუმჯობესებულ სამგზავრო გამოცდილებას.

ფლოტის განახლებისთვის Wizz Air-მა შეარჩია Eva - ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი მოდელი, რომელიც სპეციალურად მაღალი დატვირთვის ვიწრო-ფიუზელაჟიანი თვითმფრინავებისთვის არის შექმნილი.

მგზავრზე ორიენტირებული დიზაინის საფუძველზე შექმნილი Eva სრულად პასუხობს მაღალი დატვირთვის სალონების მოთხოვნებს - აერთიანებს ოპტიმიზებულ სივრცესა და მაღალ კომფორტს, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ კომფორტული მოგზაურობით ყველაზე ინტენსიურ კონფიგურაციებშიც კი.
Eva-ს არჩევით, Wizz Air-ის მგზავრები ისარგებლებენ შემდეგი უპირატესობებით:

  • გამორჩეული სივრცე და კომფორტი: Eva გამოირჩევა გაუმჯობესებული ერგონომიკითა და ოპტიმიზებული სივრცით. სავარძელი აღჭურვილია პატენტირებული, სრულად კომპოზიტური საზურგით, რომელიც ზრდის მუხლებისთვის სივრცეს. ასევე გამოყენებულია Geven-ის ექსკლუზიური მსუბუქი სტრუქტურული ბალიში, რაც ტრადიციული სავარძლის საფუძვლის საჭიროებას გამორიცხავს.

  • ეფექტიანობა და მდგრადობა: Eva უზრუნველყოფს უმაღლესი დონის წონის ოპტიმიზაციას, რაც ამცირებს საწვავის მოხმარებასა და ემისიებს. მისი მარტივი და გამძლე დიზაინი ამცირებს ექსპლუატაციის ხარჯებს და ამარტივებს მოვლას. ამასთან, მდგრადობა პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც გარემოზე ზემოქმედებისა და ნახშიროჟანგის ემისიის შემცირებას უწყობს ხელს.

  • გამორჩეული დიზაინი: Wizz Air-ის ბრენდის იდენტობის ასახვის მიზნით, Eva სავარძლები გამოირჩევა ინდივიდუალურად შექმნილი იტალიური დიზაინით, რომელიც ხაზს უსვამს ავიაკომპანიის დამახასიათებელ ფერებს და ქმნის ვიზუალურად გამორჩეულ სალონს.

Geven-ის გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, პასკუალე რაპულინიმ განაცხადა:

Wizz Air-ის მიწოდების ჯაჭვის დირექტორმა, ჯულია ბრიქსმა აღნიშნა: Eva სავარძლების არჩევა სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას - გავაერთიანოთ ეფექტიანობა და გაუმჯობესებული სამგზავრო გამოცდილება. მსუბუქი დიზაინი და ემისიების შემცირება Wizz Air-ისთვის პრიორიტეტულია და ეს გადაწყვეტა ორივე მიმართულებას სრულად აკმაყოფილებს. A321neo-ის ფლოტისთვის Eva- არჩევით, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ფოკუსს ინოვაციურ სალონის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ზრდის ეფექტიანობას და ამავე დროს ინარჩუნებს მგზავრებს კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს. ეს თანამშრომლობა ქმნის ახალ სტანდარტს მაღალი დატვირთვის სალონებისთვის და აჩვენებს, როგორ შეიძლება წარმატებით გაერთიანდეს დიზაინი, ეფექტიანობა და მდგრადობა.“

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.