დაემშვიდობეთ ლურჯ ჯინსებს: 5 ფერი, რომელიც თქვენს სტილს გამოაცოცხლებს
- 15.04.2026
ნაზი ვარდისფერი, წითელი, კრემისფერი, ხაკისფერი და შოკოლადისფერი - ეს არის ჯინსის ის პალიტრა, რომელიც რადიკალური ექსპერიმენტების გარეშე ცვლის თქვენს საბაზისო ლუქებს.
2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე დიზაინერებმა ჯინსი ფაქტობრივად გადაღებეს: ჩვეული ლურჯი ჯინსების ნაცვლად ასპარეზზე გამოდის კრემისფერი, ხაკი, ვარდისფერი, შოკოლადისფერი და, რა თქმა უნდა, წითელი. ფერადი მოდელები აღარ აღიქმება როგორც აზიური "სთრითსტაილის" გაბედული ექსპერიმენტი - ეს ახლა ყოველდღიური იმიჯის განახლების უმარტივესი გზაა.
წითელი ჯინსი: მოდური გემოვნების მთავარი მარკერი
თუ დღეს სეზონის ყველაზე მოდურ ფერად ჯინსს ვეძებთ, ეს ცალსახად წითელია. ალისფერი ჯინსი მომენტალურად იქცა მაღალი მოდის ინდიკატორად.

-
ჯინსის ფაქტურა ოდნავ ახშობს ფერის ინტენსივობას, რაც მას უფრო "მშვიდს" ხდის.
-
ის არ საჭიროებს რთულ ზედატანს. საუკეთესოდ გამოიყურება მამაკაცური ჭრის პერანგებთან, უბრალო ბამბის მაისურებთან ან მსუბუქ სვიტერებთან.
-
ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაამატოთ წითელი პომადა, თხელი ქამარი ან პატარა ჩანთა.
ნაზი ვარდისფერი: ზრდასრული ხედვა რომანტიკაზე
ჯონათან ანდერსონის წყალობით, ვარდისფერმა დაკარგა ინფანტილური იერი. დღეს ეს ფერი აღიქმება როგორც დელიკატური და "ზრდასრული" მიდგომა სტილისადმი.

-
სტილი: პოდიუმებზე მას მკაცრ ჭრასთან და მინიმალისტურ აქსესუარებთან აერთიანებენ.
-
უნივერსალურობა: ასეთი ჯინსით თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ ოფისში, პაემანზე ან შაბათ დილით ყავის დასალევად.
-
კომბინაცია: იდეალურად ეხამება რძისფერს, ბეჟს, ნაცრისფერს და კლასიკურ ლურჯ ჯინსსაც კი.
კრემისფერი ჯინსი: მშვიდი ალტერნატივა
ეს იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც დაიღალა ლურჯი ფერით, მაგრამ მკვეთრი აქცენტებისთვის ჯერ მზად არ არის.

-
უპირატესობა: კრემისფერი უფრო რბილად და კეთილშობილურად გამოიყურება, ვიდრე თეთრი. ის არ საჭიროებს "სტერილურ" სისუფთავეს და უფრო პრაქტიკულია რეალურ ცხოვრებაში.
-
შეხამება: ორგანულად ერწყმის ბეჟ ტრენჩებს, ნაცრისფერ ქსოვილსა და ზოლიან პერანგებს.
ხაკისფერი ჯინსი: ახალი ფორმა
ხაკისფერი უკვე რამდენიმე სეზონია ინარჩუნებს ბაზის სტატუსს. ჯინსის შესრულებაში ეს ფერი ერთდროულად პრაქტიკულიცაა და ელეგანტურიც.

-
ხასიათი: აღიქმება როგორც კლასიკური ლურჯის უფრო ინტელექტუალური ალტერნატივა.
-
ვარიაციები: თბილი ქვიშისფერი-მწვანედან ცივ ზეთისხილისფერამდე. თეთრთან კომბინაციაში ლუქს სიმსუბუქეს მატებს, შავთან კი - სიმკაცრეს.
შოკოლადისფერი: ყველაზე კეთილშობილური საბაზისო ტონი
შოკოლადისფერი ჯინსი თავისი უნივერსალურობით არ ჩამოუვარდება შავ ფერს, თუმცა ბევრად უფრო თბილი და რბილია.

-
ეფექტი: ქმნის ფუფუნებისა და დახვეწილობის შთაბეჭდილებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
-
ფასონი: განსაკუთრებით შთამბეჭდავია სწორ და განიერ მოდელებში. შოკოლადისფერი იდეალურად მეგობრობს შავ და გრაფიტისფერ ზედატანებთან.
რჩევა: ხანდახან საკმარისია მხოლოდ ერთი ცვლილება - სტანდარტული ცისფერი ჯინსის ფერადით ჩანაცვლება - რომ თქვენმა გაზაფხულის გარდერობმა სრულიად ახლებური ელფერი შეიძინოს.