მეგან მარკლი ავსტრალიას „ბანკომატად“ იყენებს? ახალი სკანდალი სამეფო ოჯახში!
- 15.04.2026
მეგან მარკლი ისევ ყურადღების ცენტრშია და ამჯერად საქმე მილიონებს ეხება. სანამ ინტერნეტში ჭორაობენ, რომ Netflix-თან მისი თანამშრომლობა კრახით დასრულდა, ჰერცოგინია დროს არ კარგავს და ავსტრალიაში „ფულის საჭრელ“ ტურნეში გაემგზავრა.
ძვირადღირებული ბანაკი „რჩეულებისთვის“ და ფასიანი სელფი
მეგანი გახდა ქალთა ძვირადღრებული ბანაკის «Her Best Life» სახე. თუ გინდათ მასთან ერთად იოგა აკეთოთ და „ქალური ენერგია“ მოზღვავებულად იგრძნოთ, მინიმუმ $2699 უნდა გადაიხადოთ.
-
VIP ბონუსი: კიდევ $500 და მეგანთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებასაც შეძლებთ.
-
ჰონორარი: ამბობენ, რომ ამ 2 დღეში მეგანმა შესაძლოა $250,000-დან 1 მილიონ დოლარამდე აიღოს.

„არავის უნდიხარ აქ!“ – ავსტრალიელების პროტესტი
წყვილი ავსტრალიაში ჩვეულებრივი რეისით, ბიზნეს-კლასით ჩაფრინდა, თუმცა ადგილობრივებმა ისინი მაინც ცივად მიიღეს.
-
თვითმფრინავში ერთ-ერთმა მგზავრმა პირდაპირ მიახალა მეგანს: „აქ არავის უნდიხარ, ნუ ჩამოდიხარ ჩვენს ქვეყანაში!“
-
ხალხი მათ „კვაზი-სამეფო ტურნეს“ მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ წყვილი ავსტრალიას მხოლოდ საკუთარი მდიდრული ცხოვრების დასაფინანსებლად იყენებს.

ქველმოქმედება თუ თვითრეკლამა?
ჰარი და მეგანი ბავშვთა საავადმყოფოებსა და თავშესაფრებს ესტუმრნენ, თუმცა ამანაც კრიტიკა გამოიწვია. მშობლები უკმაყოფილოები არიან, რომ ვიზიტი წინასწარ არ იყო შეთანხმებული, ექსპერტები კი ამას „ავადმყოფი ბავშვების გამოყენებით პიარს“ უწოდებენ.
ვინ იხდის დაცვის ფულს?
ყველაზე მეტად ავსტრალიელ გადასახადის გადამხდელებს ის აბრაზებთ, რომ მილიონერი წყვილის უსაფრთხოებაზე შესაძლოა სახელმწიფომ დახარჯოს ფული. „პოლიციამ ხალხი უნდა დაიცვას და არა ჰერცოგინიას სიმშვიდე“ – აცხადებენ ადგილობრივი პოლიტიკოსები.
თემები: ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, მეგან მარკლი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია