LIFE

ემა უოტსონი მისი ფოტოსესიით გამოწვეულ ხმაურზე კომენტარს აკეთებს

ემა უოტსონი მისი ფოტოსესიით გამოწვეულ ხმაურზე კომენტარს აკეთებს

გასულ კვირას ინტერნეტ სივრცეში ემა უოტსონის ფოტო გავრცელდა, რომელშიც მსახიობს ბოლერო თითქმის შიშველ სხეულზე აცვია. "როგორ შეუძლია ემა უოტსონს კვლავ მიაჩნდეს თავი ფემინისტად, მას შემდეგ, რაც ნახევრად შიშველ ფოტოსესიაში იღებს მონაწილეობას?" - ეს იყო ყველაზე ხშირად დასმული კითხვა აღნიშნული ფოტოსა და მსახიობის შესახებ. 

ემა უოტსონი მისი ფოტოსესიით გამოწვეულ ხმაურზე კომენტარს აკეთებს

მსგავსი შემთხვევები ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ მომრავლდა, რამაც დამღლელი ხასიათი მიიღო. გაუგებარია, რატომ მიიჩნევენ, რომ ქალი, რომელიც საკუთარ სექსუალურ მხარეს აფიშირებას უკეთებს, მაინცდამაინც ფარისეველია და ერთდროულად, არ შეუძლია იყოს სექსუალურიც და კონკრეტული იდეოლოგიისთვის მებრძოლი. მსგავსი არგუმენტებით ცნობილი ან უცნობი ქალების კრიტიკა არანაირ რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება და არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ქალის სექსუალობა და სხეული ტაბუდადებულ თემად დარჩეს.

ემა უოტსონი მისი ფოტოსესიით გამოწვეულ ხმაურზე კომენტარს აკეთებს

მსახიობი ამ ფაქტს ეხმაურება და მსგავსი შინაარსის კითხვის ავტორებს Reuters-თან ინტერვიუში პასუხობს:

"მსგავსი შემთხვევები ყოველთვის ძალიან კარგად ასახავს იმას, თუ რამდენად მცდარი შეხედულების მქონენი არიან ადამიანები ფემინიზმის შესახებ. 

ემა უოტსონი მისი ფოტოსესიით გამოწვეულ ხმაურზე კომენტარს აკეთებს

ფემინიზმი არ არის ჯოხი, რომლითაც სხვა ქალებს სცემენ. ეს არის არჩევანი, რომელსაც ქალები აკეთებენ. ფემინიზმი არის ყველაფერი თავისუფლებაზე, იგი ადამიანებს ათავისუფლებს და ათანასწორებს. წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება დააკლოს ამას ჩემმა მკერდმა, ძალიან მაბნევს ეს ამბავი.

განსაკუთრებით კი ის მაბნევს, რომ ამდენი ადამიანი საკითხების მიმართ არასწორი შეხედულებით ცხოვრობს."



themarysue.com