როგორი სამოსი მოუხდება თქვენს ტანს - წესები, რომლებიც ტანსაცმლის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ
- 07.03.2017
მოიზომეთ კაბა, რომელიც ვიტრინაში შესანიშნავად ჩანდა, მაგრამ საშინლად არ მოგიხდათ - ნაცნობი სიტუაციაა? - ნუ შეშინდებით, ეს სულაც არ ნიშნავს რომ საშინელი აღნაგობა გაქვთ.
გთავაზობთ რჩევებს, რა უნდა ჩაიცვათ იმისთვის, რომ თქვენი აღნაგობა თვალწარმტაცი იყოს.
1. თუ ვაშლივით მრგვალი ფორმები გაქვთ - ჩაიცვით ისეთი სამოსი, რომელიც ადამიანებს გაამახვილებინებს ყურადღებას თქვენს შუა ნაწილსა და წელზე. მაღალწელიანი კაბები თქვენთვისაა. თავი აარიდეთ დიდი ზომის მაისურებს, ასევე ტანზე ძალიან შემოტასნილ სამოსს. აირჩიეთ ოქროს შუალედი.
არ ჩაიცვათ მოტკეცილი ჯინსები. შეგიძლიათ ჩაიცვათ მაღალწელიანი შარვლები, რომელიც ძალიან მოტკეცილი არ იქნება. ატარეთ შარფები. ეცადეთ ჩაიცვათ მუქი ფერის სამოსი. ამით თქვენი გარშემოწერილობა უფრო თხელი გამოჩნდება.
2. მსხლის ფორმის სხეული - ხაზი გაუსვით თქვენს მხრებს იმისთვის, რომ ფიგურა დაბალანსებული და პროპორციული გამოჩნდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ შარფები, ფერადი ყელსაბამები. აირჩიეთ ფერადი კაბები. გააკეთეთ ისე, რომ მხრები უფრო ფართე გამოჩნდეს.
არ ჩაიცვათ მოტკეცილი შარვლები, „ელასტიკები“, მოკლე შორტები და კაბა, რომელიც ბოლოში ვიწროვდება. აირჩიეთ გაშლილი კაბები, ასევე განიერი შარვალი. მაისური ყოველთვის ფერადი ჩაიცვით, ხოლო კაბა, ან შარვალი მუქი ფერის.
3. მართკუთხა ფორმის ტანი - აირჩიეთ ისეთი სამოსი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ვიწრო წელს - მაღალწელიანი და ტანზე მომდგარი შარვლები და კაბები. ატარეთ მოკლე მაისურები. ჩაიცვით ისეთი ბიუსჰალტერი, რომელშიც მკერდი უფრო დიდი გამოჩნდება, ამით თქვენს ვიწრო წელს კიდევ უფრო გაუსვამთ ხაზს.
4. ქვიშის საათის ფორმის აღნაგობა - მნიშვნელოვანია, აირჩიოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც თქვენს წელს გამოკვეთს. თავი აარიდეთ დიდი ზომის სამოსს. ხაზი გაუსვით თეძოებსა და მკერდს . ჩაიცვით კაბები, რომელიც ბოლოში ვიწროვდება.
თემები: სწორი კვება, რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>