Wizz Air ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალის – Sziget 2026-ის ოფიციალური ავიაპარტნიორი გახდა
- 05.06.2026
Wizz Air-ი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი მუსიკალური და კულტურული ფესტივალის, Sziget 2026-ის, ოფიციალური ავიაპარტნიორი გახდა.
პარტნიორობა ეფუძნება ორივე ბრენდის საერთო მიზანს – დააკავშირონ ადამიანები საზღვრებს მიღმა და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადონ დაუვიწყარი გამოცდილებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოგზაურებისთვის. ყოველწლიურად Sziget ასიათასობით სტუმარს მასპინძლობს 100-ზე მეტი ქვეყნიდან და ბუდაპეშტს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან კულტურულ ცენტრად აქცევს.
პარტნიორობის ფარგლებში, Wizz Air-ის ფრენები ინტეგრირებული იქნება Sziget-ის დაჯავშნის პლატფორმებში, რაც ფესტივალის სტუმრებს მოგზაურობის დაგეგმვას კიდევ უფრო გაუმარტივებს და Wizz Air-ის ფართო ევროპული ქსელის საშუალებით ღონისძიებაზე მოსახვედრად კომფორტულ შესაძლებლობებს შესთავაზებს.
საქართველოსთვის ეს პარტნიორობა დამატებითი შესაძლებლობაა იმ მოგზაურებისთვის, რომელთაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფესტივალზე დასწრება სურთ. Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის Sziget 2026-ს ქართველი მსმენელებისა და მოგზაურებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
თანამშრომლობა ბუდაპეშტის მასშტაბითაც იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე – Sziget Eye-ის ეშმაკის ბორბალზე, რაც ორივე ბრენდის საერთო ხედვას გამოხატავს: ახალი პერსპექტივების აღმოჩენას, ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებასა და მოგზაურობის შთაგონებას უნიკალური გამოცდილებების მეშვეობით.
Wizz Air-ის წარმომადგენლის განცხადება:
„Wizz Air-ის მისია ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი მოგზაურობის საშუალებით ადამიანების, კულტურებისა და შესაძლებლობების დაკავშირება. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ Sziget-თან - ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფესტივალთან - და კიდევ უფრო მეტ მოგზაურს ვაძლევთ შესაძლებლობას აღმოაჩინონ ეს უნიკალური ღონისძიება და ბუდაპეშტის მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრება. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა ფესტივალის სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებების შექმნას შეუწყობს ხელს.”
Sziget-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაშ კადარმა, განაცხადა:
„Sziget ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს აერთიანებს. ფესტივალის გამოცდილება სტუმრების ადგილზე მისვლამდე იწყება, ამიტომ მოგზაურობა ამ გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარულები ვართ, რომ Wizz Air-თან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი აუდიტორიისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება.”
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air ოპერირებს 267 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.