75 წლის ასაკში მომღერალი ბონი ტაილერი გარდაიცვალა - ვარსკვლავები ლეგენდას გლოვობენ
- 09.07.2026
მუსიკალური სამყარო დიდ დანაკლისს განიცდის - 75 წლის ასაკში უელსელი მომღერალი ბონი ტაილერი, ყველასთვის ცნობილი ჰიტის, „Total Eclipse of the Heart“-ის შემსრულებელი გარდაიცვალა. მომღერალი პორტუგალიის საავადმყოფოში დაავადების გართულებით, მოულოდნელად დაიღუპა.

ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებას უამრავი ვარსკვლავი გამოეხმაურა, მათ შორის მსახიობი ქეთრინ ზეტა-ჯონსი, რომელმაც საზოგადოებას უცნობი ნათესაური კავშირი გაუზიარა. ბონი ტაილერი ქეთრინის ბიძაშვილის მეუღლე იყო.

მსახიობმა სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მისივე ქორწილის წინა ღამესაა გადაღებული:
„გული დამეწვა ამ სამწუხარო ამბით. ბონი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. მან ჩემს ქორწილში იმღერა და იქაურობა ააფეთქა! ის იყო უნიკალური ხმისა და საოცარი იუმორის მქონე ქალი. მადლობა იმ სიხარულისთვის, რაც გვაჩუქე, მშვიდად იძინე...“ - დაწერა ქეთრინ ზეტა-ჯონსმა.

ბონი ტაილერი ათწლეულების განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ვარსკვლავად რჩებოდა. მისი სავიზიტო ბარათი უნიკალური, ოდნავ ხრინწიანი ხმის ტემბრი იყო. კარიერის განმავლობაში ის სამჯერ იყო ნომინირებული „გრემის“ პრემიაზე, ხოლო მისი სიმღერები „It's a Heartache“ და „Total Eclipse of the Heart“ მსოფლიო მუსიკის ოქროს ფონდში შევიდა.
თემები: ვარსკვლავები