ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც აგვისტოს ბოლომდე განსაკუთრებული იღბალი ელოდებათ

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც აგვისტოს ბოლომდე განსაკუთრებული იღბალი ელოდებათ

აგვისტოს ბოლო რამდენიმე ნიშნისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება - მათ შესაძლოა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესონ, კარიერაში წინ წაიწიონ, ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყონ ან უბრალოდ დიდი ხნის ნანატრი დასვენების საშუალება მიეცეთ.

აგვისტოს ბოლო კვირა ასტროლოგიურად საკმაოდ აქტიური იქნება. 23 აგვისტოს მზე ქალწულის ნიშანში გადავიდა, მას მალევე მერკურიც შეუერთდა, 28 აგვისტოს კი თევზების ნიშანში სავსემთვარეობა და ნაწილობრივი მთვარის დაბნელება იქნება. ეს პერიოდს განსაკუთრებით საინტერესო ფონს უქმნის სიყვარულის, კარიერისა და ფინანსების მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს სხვადასხვა ნიშანი განსხვავებულად იგრძნობს, ხუთი მათგანისთვის აგვისტოს ბოლო განსაკუთრებით სასიამოვნო სიახლეებს მოიტანს.

კურო

კუროებისთვის აგვისტოს ბოლო პროფესიული წარმატებების პერიოდია. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, ხელმძღვანელობამ კი თქვენი შრომა დააფასოს. ეს შეიძლება პრემიის, დაწინაურების ან საინტერესო ახალი პროექტის სახით გამოვლინდეს.

ამასთან, გაგიჩნდებათ მოტივაცია, შეცვალოთ ყოველდღიური რეჟიმი, მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს და უარი თქვათ იმ ჩვევებზე, რომლებიც ხელს გიშლით.

ტყუპები

ტყუპებისთვის თვის ბოლო განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება კომუნიკაციის, ახალი ნაცნობობისა და საქმიანი ურთიერთობებისთვის. შეძლებთ სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები და აღარ დაკარგავთ დროს ზედმეტ ფიქრში.

ახალი შეხვედრა ან საინტერესო საუბარი შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცეს. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც მოსალოდნელია - ფული შეიძლება მოულოდნელად, მაგრამ ზუსტად საჭირო დროს გამოჩნდეს.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის აგვისტოს ბოლო ოჯახურ ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებას უკავშირდება. შესაძლოა აღადგინოთ ურთიერთობა ადამიანთან, ვისთანაც დიდი ხანია კონტაქტი აღარ გქონდათ.

სამსახურში კოლეგების მხარდაჭერა დაგეხმარებათ და თქვენი კეთილგანწყობა მომავალში შესაძლოა დაწინაურების ან საინტერესო პროექტის შანსად იქცეს.

პირად ცხოვრებაში კი მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები - ახალი თაყვანისმცემლები, შეხვედრები, კომპლიმენტები და რომანტიკული შეთავაზებები.

ქალწული

ქალწულებისთვის აგვისტოს ბოლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. მზისა და მერკურის თქვენს ნიშანში გადასვლა დაგეხმარებათ, დაასრულოთ დაგროვილი საქმეები, მოაწესრიგოთ სამუშაო და მკაფიოდ განსაზღვროთ პრიორიტეტები.

შრომა შედეგს გამოიღებს, ფინანსური მდგომარეობა კი სტაბილური იქნება. ამის შემდეგ შეგიძლიათ დამსახურებულად დაისვენოთ.

სასიყვარულო სფეროშიც გაურკვევლობა თანდათან გაქრება. თავისუფალ ქალწულებს ახალი ნაცნობობა ელოდებათ და საკმაოდ საინტერესო ადამიანი შესაძლოა სწორედ სამუშაო გარემოდან გამოჩნდეს.

მერწყული

მერწყულები აგვისტოს ბოლო დღეებს შედარებით მშვიდად, მაგრამ საკმაოდ პროდუქტიულად გაატარებენ. ისინი ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული სხვების აზრზე და უფრო თამამად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

განსაკუთრებით კარგი პერიოდი ექნებათ მათ, ვინც უძრავი ქონების, მშენებლობის, ტექნიკისა და ელექტრონიკის სფეროში მუშაობს. შესაძლებელია პროფესიული წარმატება და ხელმძღვანელობის მხრიდან ყურადღების გაზრდა.

პირად ცხოვრებაში კი მოულოდნელი სიურპრიზებია მოსალოდნელი. ურთიერთობაში მყოფებს შესაძლოა ახალი ეტაპის დაწყების სურვილი გაუჩნდეთ - ერთად ცხოვრება, ქორწინება ან სამომავლო გეგმების დასახვა.