ჯანმრთელობა

12 ნაბიჯი კეთილდღეობისკენ - ჩაიწერეთ, ეს მარტივი წესები ყოველდღიურ ცხოვრებას შეგიცვლით

12 ნაბიჯი კეთილდღეობისკენ - ჩაიწერეთ, ეს მარტივი წესები ყოველდღიურ ცხოვრებას შეგიცვლით

ზაფხული დასრულდა და ნელ-ნელა შემოდგომის მოწყენილობაც გვიახლოვდება. დროა, წინასწარ ვიზრუნოთ განწყობაზე და გავიხსენოთ მარტივი გზები, რომლებიც ცხოვრებით სიამოვნების მიღებაში დაგვეხმარება.

ამერიკელი ფსიქოლოგი სონია ლიუბომირსკი გვთავაზობს 12 მარტივ გზას, რომლებიც კეთილდღეობისა და ბედნიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება მივიჩნიოთ.

1. იყავით მადლიერი

დაურეკეთ ან ეწვიეთ ადამიანს, რომელმაც თქვენთვის ოდესმე რაიმე კარგი გააკეთა - თუნდაც ეს დიდი ხნის წინ მოხდა. გამოხატეთ მადლიერება, მაშინაც კი, თუ მას ეს არ ელის.

2. განეწყვეთ ოპტიმისტურად

ერთი და იგივე გარემოებას ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. რთული გამოცდილებიდანაც კი შეიძლება ადამიანი უფრო ძლიერი და ბრძენი გამოვიდეს.

3. ნუ შეადარებთ თავს სხვებს

ბედნიერი ადამიანები სხვის წარმატებებსა და წარუმატებლობებს მუდმივად არ აკვირდებიან. ისინი საკუთარ თავს წარსულ ვერსიას ადარებენ და ენდობიან საკუთარ შეგრძნებას - როგორ მიდის მათი ცხოვრება.

4. გამოიჩინეთ სიკეთე

კეთილი და უანგარო საქმეები, თუნდაც უმნიშვნელო, ცხოვრებით სიამოვნების განცდას განსაკუთრებით აძლიერებს.

5. ძალისხმევა ურთიერთობებისთვის დახარჯეთ

დაუკავშირდით ადამიანებს განსაკუთრებული მიზეზის გარეშეც. ნუ დაინანებთ დროს, სიტყვებსა და ემოციებს სითბოსა და კეთილგანწყობის გამოსახატავად. ისწავლეთ მოსმენაც.

6. იპოვეთ სირთულეებთან გამკლავების გზები

პრობლემის გადაჭრა ურთიერთობის გარკვევით არ ჩაანაცვლოთ. წარუმატებლობებიდან გაკვეთილების მიღება ისწავლეთ.

7. ისწავლეთ პატიება

თუ იმ ადამიანთან, რომელმაც გაწყენინათ, კონტაქტი აღარ გაქვთ, შეგიძლიათ მას „პატიების წერილი“ მისწეროთ - მისი გაგზავნა აუცილებელი არ არის.

ბედნიერ ადამიანებს შეუძლიათ წყენაზე მაღლა დადგომა. სხვისი პატიება მარტივი არ არის, თუმცა ამის სწავლა შესაძლებელია.

8. ეცადეთ, „დინების“ მდგომარეობას მიაღწიოთ

იპოვეთ ისეთი საქმიანობა, რომელშიც სრულად ჩაერთვებით და საკუთარი შესაძლებლობებისა და ძალების მაქსიმალურ გამოყენებას იგრძნობთ.

„დინების“ მდგომარეობა რუტინულ საქმიანობაშიც შეიძლება იპოვოთ, თუ მასში აზრსა და საკუთარი უნარების გამოყენების შესაძლებლობას დაინახავთ.

9. იგრძენით ცხოვრების გემო

ყურადღება მიაქციეთ პატარა სიხარულებსა და კარგ ამბებს. გაოცდით იმით, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო და არ გამოტოვოთ ყოველდღიური, მარტივი სიამოვნებები.

10. აირჩიეთ ღირსეული მიზნები

თქვენი მიზნები მოქნილი და მიღწევადი უნდა იყოს. ისინი რაღაცისკენ უნდა გიბიძგებდეთ და არა მხოლოდ რაღაცისგან გაქცევისკენ.

11. განავითარეთ სულიერება

სულიერება ბევრ ყოველდღიურ კითხვაზე პასუხის პოვნაში გვეხმარება.

12. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე

იძინეთ საკმარისად და ივარჯიშეთ. მედიტაციაც გვეხმარება, უკეთ გავიგოთ, რას გვეუბნება ჩვენი ორგანიზმი - ამიტომ მოუსმინეთ მას.