LIFE

დედის კვალდაკვალ: ბრიჟიტ მაკრონის ქალიშვილი მასზე 20 წლით უმცროს მამაკაცს ხვდება

დედის კვალდაკვალ: ბრიჟიტ მაკრონის ქალიშვილი მასზე 20 წლით უმცროს მამაკაცს ხვდება

საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჟიტ მაკრონის ქალიშვილმა, ტიფან ოზიერმა ახალი რომანის შესახებ თავად გაამხილა. 42 წლის ტიფენი 22 წლის ბიზნესსკოლის სტუდენტ ანტუან ლეკონტს ხვდება და წყვილმა ზაფხულში ერთად იმოგზაურა.

ცოტა ხნის წინ ტიფანმა სოციალურ ქსელში ამსტერდამში მოგზაურობის ამსახველი რომანტიკული ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში ის ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ატარებს დროს და პოსტში მასაც მონიშნავს. წყვილი აღჭურვილი დასასვენებელი სივრცის მქონე დიდ ფურგონში მოგზაურობდა, ამსტერდამის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდა და ქალაქით ტკბებოდა.

როგორც გამოცემა Daily Mail წერს, მათ ერთმანეთი 2026 წლის ზაფხულში, საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ ლე-ტუკეში გაიცნეს. იმ პერიოდში ანტუანი კაიტსერფინგის ინსტრუქტორად მუშაობდა და ტიფანს ამ სპორტში ასწავლიდა. მათ მალევე აღმოაჩინეს საერთო ინტერესები - ორივეს უყვარს ლე-ტუკე, ექსტრემალური სპორტი, მოგზაურობა და ბიზნესიც.

ანტუანი მხოლოდ სტუდენტი არ არის. ის საკუთარი ბიზნესითაც არის დაკავებული და ავითარებს ბრენდ Mission Kiteboarding-ს, რომელიც კაიტსერფინგისთვის ტექნოლოგიური აღჭურვილობის შექმნასა და წარმოებაზეა ორიენტირებული. გამოცემის ინფორმაციით, ტიფენმა ახალი რჩეული უკვე გააცნო შვილებს - 12 წლის ელისსა და 10 წლის ორელს.

ტიფანის ახალი ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2026 წლის მაისში ფრანგ ტელეწამყვან სირილ ჰანუნასთან დაშორდა. მანამდე კი 15 წლის განმავლობაში ექიმ ანტუან შატოსთან ცხოვრობდა და წყვილი 2025 წლის იანვარში დაშორდა.

თუმცა ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო სწორედ ასაკობრივი სხვაობაა. ტიფანისა და ანტუანის ასაკებს შორის 20 წელია, რაც მათი ურთიერთობის შესახებ საუბრის მთავარ თემად იქცა.

ამასთან, ტიფანის ახალი რომანი ბევრს დედის, ბრიჟიტ მაკრონის სიყვარულის ისტორიას ახსენებს. დღეს ბრიჟიტი 73 წლისაა, მისი მეუღლე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი - 48-ის. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 25 წელია.

ბრიჟიტი და ემანუელი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც მომავალი პრეზიდენტი 15 წლის იყო, ბრიჟიტი კი - 39-ის. ის ამიენის კერძო სკოლა La Providence-ში ასწავლიდა, სადაც ემანუელი სწავლობდა და ბრიჟიტი იმ დროს ბანკირ ანდრე-ლუი ოზიეზე იყო დაქორწინებული - ტიფენის მამაზე. ემანუელი ასევე ტიფანის უფროსი დის, ლორანსის კლასელი იყო.

მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში ფარულად გრძელდებოდა. ტიფანი მაშინ მხოლოდ ცხრა წლის იყო. ბრიჟიტის ქმართან განქორწინება ოფიციალურად მხოლოდ 2006 წელს გაფორმდა, ერთი წლის შემდეგ კი ბრიჟიტი ემანუელ მაკრონზე დაქორწინდა. იმ დროისთვის ემანუელი 29 წლის იყო, ბრიჟიტი კი - 54-ის.