სტილი

კროსვორდები, ვეგანური საკვები და მედიტაცია: როგორ ინარჩუნებს ნატალი პორტმანი ფორმას და ჯანმრთელობას

კროსვორდები, ვეგანური საკვები და მედიტაცია: როგორ ინარჩუნებს ნატალი პორტმანი ფორმას და ჯანმრთელობას

45 წლის ნატალი პორტმანი ამბობს, რომ მისთვის ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება პირველ რიგში ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობას ნიშნავს.

მსახიობი უკვე დაახლოებით 15 წელია ვეგანია და ყოველდღიურ რუტინაში რამდენიმე მარტივ ჩვევას აერთიანებს - მათ შორის კროსვორდებს, მედიტაციას და ფიზიკურ აქტივობას.

„ჩემთვის ხანგრძლივი სიცოცხლე კარგი ცხოვრების გაგრძელებაა“

პორტმანისთვის მთავარი მხოლოდ დიდხანს ცხოვრება არ არის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სხეული და გონება იმდენად ჯანმრთელი იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, რათა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა შეძლოს.

მსახიობი ამბობს, რომ დაახლოებით 15 წლის წინ, პირველი შვილის დაბადების შემდეგ, ვეგანურ კვებაზე გადავიდა. გარდა ამისა, ყოველდღე აკეთებს The New York Times-ის თავსატეხებსა და კროსვორდებს - როგორც თავად აღნიშნავს, ეს ტვინისთვის ერთგვარი ვარჯიშია. მედიტაციასაც ცდილობს, თუმცა ხანდახან საკუთარ თავს ეკითხება, სწორად აკეთებს თუ არა.

მისი სილამაზის რუტინა მაქსიმალურად მარტივია

45 წლის ასაკში პორტმანი უკვე უფრო კონკრეტულად იცის, რა მოსწონს. მას განსაკუთრებით მოსწონს პროდუქტები, რომლებსაც სასიამოვნო სურნელი და შეგრძნება აქვს.

თუმცა დატვირთული გრაფიკისა და შვილების გამო, მისი მთავარი მოთხოვნა მარტივი და სწრაფი რუტინაა, რომელიც ეფექტურად მუშაობს.

ამჟამად მსახიობი სახისა და სხეულისთვის ორგანულ, ხელნაკეთ ზეთებს იყენებს. ყოველდღიურ აუცილებელ ნივთებს შორის კი მზისგან დამცავ კრემს, მცირე რაოდენობით კონსილერსა და ტუჩსაცხს ასახელებს. მისთვის კვება და ფიზიკური აქტივობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კოსმეტიკური პროცედურები და მოვლის საშუალებები.

ასაკი არ უნდა ნიშნავდეს ეკრანიდან გაქრობას

პორტმანი იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში ქალები ხშირად 40 წლისთვის უბრალოდ „ქრებოდნენ“ ეკრანებიდან. დღეს კი მისი თაობის ქალ მსახიობებს 60, 70 და 80 წლის ასაკშიც წარმატებული კარიერა აქვთ.

მისი აზრით, პრობლემა ახალგაზრდობისადმი გადაჭარბებული დამოკიდებულებაა. პორტმანს სურს, რომ საზოგადოებამ ქალების ასაკთან ერთად ცვლილებები და ზრდა აღიაროს და პატივი სცეს მათ არა გარეგნობის, არამედ პროფესიული საქმიანობის გამო.

რას ეტყოდა საკუთარ თავს ახალგაზრდობაში?

„ქალებს ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ სხვების მოსაწონად უნდა იცხოვრონ - იზრუნონ იმაზე, როგორ გამოიყურებიან, როგორ იქცევიან და რამდენად მოსაწონები არიან სხვებისთვის. მე კი ყველაზე მეტად ის ვისწავლე, რომ სხვისი მოწონების ნაცვლად საკუთარ სურვილებსა და კომფორტს მივაქციო ყურადღება“, - ამბობს მსახიობი.

მისი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც თავადაც მუდმივად სწავლობს, არის სხვების მოწონების სურვილიდან საკუთარი სურვილების მოსმენაზე გადასვლა.

ვეგანური კვება და ენერგია

პორტმანი ამბობს, რომ ვეგანური კვების დროს განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდება, იღებს თუ არა საკმარისი რაოდენობით რკინასა და B12 ვიტამინს. მისი თქმით, ვეგანურმა კვებამ ენერგიის დონე მნიშვნელოვნად გაუუმჯობესა და კანის მდგომარეობაზეც დადებითად იმოქმედა.

თუმცა მსახიობი ხაზს უსვამს, რომ ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულია და ის, რაც ერთისთვის სასარგებლოა, მეორისთვის შესაძლოა საუკეთესო არჩევანი არ იყოს.

მისთვის კი ჯანსაღი ცხოვრების მთავარი ფორმულა მარტივია: ჯანმრთელი სხეული, აქტიური გონება, დაბალანსებული კვება და ისეთი ცხოვრება, რომელიც სიამოვნებას განიჭებს.