შემოდგომის პირველი თვე კინოსა და სერიალების მოყვარულებისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება. სექტემბერში ეკრანებზე ცნობილი მსახიობებით დაკომპლექტებული ახალი ფილმები, პოპულარული სერიალების გაგრძელებები და რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო პროექტი გამოჩნდება.
ფილმები
„მორბენალი“
🎬 პრემიერა: 2 სექტემბერი
ჟანრი: დრამა, ტრილერი, ექშენი
მთავარ როლებში: გალ გადოტი, დემიენ ლუისი

გალ გადოტის გმირი წარმატებული ადვოკატია, რომლის ცხოვრებაც ერთ დილას თავდაყირა დგება. ჩვეულებრივი დილის სირბილის დროს უცნობი ურეკავს და ატყობინებს, რომ მისი შვილი გაიტაცეს. ბიჭის დასაბრუნებლად ქალს დამნაშავის ყველა მოთხოვნის შესრულება მოუწევს.
„ნებისმიერ ფასად“
🎬 პრემიერა: 4 სექტემბერი
ჟანრი: ექშენი, ტრილერი
მთავარ როლებში: მარკ უოლბერგი, იაჰია აბდულ-მატინ II

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორია 1960-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. FBI-ის აგენტს აქტივისტების მკვლელობების სერიის გამოძიება ევალება. საქმის გასახსნელად მას საკუთარ იდეოლოგიურ მტერთან - ადგილობრივი მაფიის დაქირავებულ მკვლელთან - თანამშრომლობა მოუწევს.
„აჯანყებული“
🎬 პრემიერა: 11 სექტემბერი
ჟანრი: დრამა, ექშენი, სამხედრო
მთავარ როლებში: ენდრიუ გარფილდი, ტომასინ მაკკენზი

პოლ გრინგრასის ახალი ფილმი XIV საუკუნის ინგლისში მომხდარ გლეხთა აჯანყებაზე გვიყვება. მის სათავეში უოტ ტაილერი აღმოჩნდება - ჩვეულებრივი ადგილობრივი მცხოვრები, რომელსაც ისტორიის შეცვლა მოუწევს.
„პრაქტიკული მაგია 2“
🎬 პრემიერა: 18 სექტემბერი
მთავარ როლებში: სანდრა ბულოკი, ნიკოლ კიდმანი, ჯოი კინგი

90-იანი წლების საკულტო ფილმის გაგრძელებაში სანდრა ბულოკი და ნიკოლ კიდმანი კვლავ დების, სალი და ჯილიან ოუენსების, როლებს შეასრულებენ. ამჯერად ისტორიის ცენტრში ჯოი კინგის პერსონაჟი, ერთ-ერთი დის ქალიშვილი, აღმოჩნდება, რომელიც ოჯახის საიდუმლოებების გარკვევისას მთელ ოჯახს ბნელ ძალებთან და ძველ წყევლასთან ბრძოლაში ჩაითრევს.
„სიყვარულის ჰიპოთეზა“
🎬 პრემიერა: 23 სექტემბერი
ჟანრი: მელოდრამა
მთავარ როლებში: ლილი რეინჰარტი, ტომ ბეიტმანი

ოლივ სმიტი სწავლაზეა გადართული და ურთიერთობას საერთოდ არ გეგმავს. თუმცა მეგობრის დასარწმუნებლად, რომ ყოფილ შეყვარებულს საბოლოოდ დაშორდა, უნივერსიტეტში პირველივე შემხვედრ მამაკაცს კოცნის. ის მკაცრი პროფესორი ადამ კარლსენი აღმოჩნდება, რომელიც მოულოდნელად მას ყალბი ურთიერთობის დაწყებას სთავაზობს.
„უნაბომბერი“
🎬 პრემიერა: 25 სექტემბერი
ჟანრი: ტრილერი, დრამა
მთავარ როლებში: რასელ ქროუ, შეილინ ვუდლი

ბიოგრაფიული ტრილერი ტედ კაჩინსკის ისტორიას მოგვითხრობს - გენიალურ მათემატიკოსზე, რომელიც რადიკალურ იდეებს გაჰყვა და ტერორისტი გახდა. ფილმი შეეცდება აჩვენოს, როგორ შეიცვალა 16 წლის ასაკში ჰარვარდში ჩარიცხული ვუნდერკინდის ცხოვრება და როგორ შეძლო პოლიციამ თითქმის შეუპოვარი დამნაშავის დაჭერა.
„პრაიმ-თაიმი“
🎬 პრემიერა: 25 სექტემბერი
ჟანრი: ბიოგრაფიული, ტრილერი
მთავარ როლებში: რობერტ პატინსონი, ფიბი ბრიჯერსი

რობერტ პატინსონი ჟურნალისტ-გამომძიებელ კრის ჰანსენს განასახიერებს, რომელმაც შოუ „მტაცებლის დაჭერა“ შექმნა. პროექტში მოხალისეები ინტერნეტში ბავშვებად ასაღებდნენ თავს და სექსუალურ მტაცებლებს შეხვედრაზე იტყუებდნენ, სადაც მათ გადასაღები ჯგუფი ელოდება.
„მხეცის გული“
🎬 პრემიერა: 25 სექტემბერი
ჟანრი: ექშენი, ტრილერი, დრამა, სათავგადასავლო
მთავარ როლებში: ბრედ პიტი, ჯეი კეი სიმონსი

ბრედ პიტის გმირი, სპეცრაზმის ოფიცერი, ალასკის უკაცრიელ ადგილას აღმოჩნდება - მხოლოდ ერთგულ ძაღლთან ერთად. მათ სტიქიის, გარეული ცხოველებისა და მკაცრი გარემოს გადალახვა მოუწევთ, რათა ცივილიზაციას დაუბრუნდნენ.
სერიალები
„ჯენტლმენები“ - მე-2 სეზონი
📺 3 სექტემბერი

თეო ჯეიმსი, კაია სკოდელარიო და ვინნი ჯონსი კვლავ ბრუნდებიან. მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ედი და სიუზი ბობი გლასის კრიმინალურ იმპერიაში ერთად იწყებენ მუშაობას და დაჯგუფების გავლენის გაფართოებას დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ ცდილობენ.
„ორი ქალაქის ამბავი“
📺 6 სექტემბერი

ჩარლზ დიკენსის ცნობილი რომანის ახალი ეკრანიზაცია. მოქმედება XVIII საუკუნის მიწურულს, ლონდონში ვითარდება. სამი მთავარი გმირის - ბანკირის ქალიშვილის, ადვოკატისა და ემიგრანტის - ბედი ერთმანეთთან გადაიკვეთება და მათ შორის სასიყვარულო სამკუთხედი წარმოიქმნება.
„ნილი“
📺 16 სექტემბერი

„ჯეკ რიჩერის“ სპინ-ოფი ყოფილი საზღვაო ქვეითი ფრენსის ნილის შესახებ მოგვითხრობს. მას ახლო მეგობრის საეჭვო სიკვდილის გამოძიება უწევს და მალე აღმოაჩენს, რომ საქმე შესაძლოა უფრო მასშტაბურ შეთქმულებას უკავშირდებოდეს. დახმარებისთვის ნილი თავად რიჩერსაც მიმართავს.
„მონსტრი: ლიზი ბორდენის ისტორია“
📺 17 სექტემბერი

რაიან მერფის ანთოლოგიის ახალი სეზონი ლიზი ბორდენის ისტორიას ეძღვნება - ქალს, რომელსაც მშობლების მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა სასამართლომ არ გაასამართლა. სიუჟეტში პარალელურად კიდევ ერთი ცნობილი ქალი მკვლელის, აილინ უორნოსის ისტორიაც ვითარდება.
„განგსტერლენდი“ - მე-2 სეზონი
📺 18 სექტემბერი

ტომ ჰარდი, პირს ბროსნანი და ჰელენ მირენი ბრუნდებიან. ჰარი დე სოუზა კვლავ კრიმინალურ ოჯახში მუშაობს, თუმცა ამჯერად გავლენიანი ქეთ მაკალისტერი ცდილობს მისი გადაბირებას. გმირს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს.
„ძმები“
📺 23 სექტემბერი

მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ამ კომედიურ სერიალში საკუთარ თავს განასახიერებენ. ისინი პოპულარული თეორიის გარკვევას ცდილობენ, რომლის მიხედვითაც შესაძლოა მხოლოდ მეგობრები კი არა, მამის მხრიდან ნახევარძმებიც იყვნენ.
„ამერიკული საშინელებათა ისტორია“ - მე-13 სეზონი
📺 25 სექტემბერი

სარა პოლსონი, ევან პიტერსი, ჯესიკა ლენგი, ემა რობერტსი და სხვა ცნობილი მსახიობები კვლავ ბრუნდებიან. ახალი სეზონი სერიალის რამდენიმე ძველ ისტორიას - „მკვლელების სახლს“, „ფსიქიატრიულ საავადმყოფოს“, „კოვენს“, „ფრიკ-შოუსა“ და „კულტს“ - გააერთიანებს.
„კლინიკა“ - მე-11 სეზონი
📺 30 სექტემბერი

საკულტო სერიალის გაგრძელებაში საყვარელი გმირები „წმინდა გულის“ საავადმყოფოში დაბრუნდებიან. ამჯერად მათ ახალი პრობლემები ელოდებათ - არასაკმარისი დაფინანსება, ახალი თაობის ექიმები და პირად ცხოვრებაში გაჩენილი სირთულეები.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია