სალმა ჰაიეკი 60 წლის გახდა - გავიხსენოთ მისი ყველაზე შთამბეჭდავი ბიკინის ლუქები
- 02.09.2026
მსახიობმა 2 სექტემბერს 60 წლის იუბილე აღნიშნა. ამ განსაკუთრებულ დღეს კი გავიხსენოთ მისი ყველაზე თამამი და გამორჩეული ფოტოები ბიკინში - აუზიდან იახტამდე და „Sports Illustrated“-ის ფოტოსესიამდე. სალმა ჰაიეკი წლებია სოციალურ ქსელებში თამამ და ბუნებრივ ფოტოებს აქვეყნებს და ასაკის მიუხედავად, ბიკინიში გამოჩენას არ ერიდება. 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით HELLO! მსახიობის ყველაზე დასამახსოვრებელ საზაფხულო ლუქებს იხსენებს. ჰაიეკი ახალგაზრდული გარეგნობის ერთ-ერთ საიდუმლოდ მექსიკაში გავრცელებულ Tepezcohuite-ს ასახელებს - მცენარეს, რომლის ქერქსაც ტრადიციულად კანის მოვლისთვის იყენებენ. მსახიობის თქმით, ის ბოტოქსს, პილინგსა და ფილერებს არ იყენებს. „ვიყენებ ინგრედიენტს, რომელსაც მექსიკაში დამწვრობის მქონე ადამიანებისთვის იყენებენ, რადგან ის კანის აღდგენას უწყობს ხელს“, - ამბობდა ჰაიეკი. მსახიობი ასევე ხშირად საუბრობს მედიტაციაზე და ე.წ. სიხშირის აპარატებზე, რომლებსაც, მისი თქმით, კანის ბზინვარებისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში ეხმარება. ფოტოს სალმამ ხუმრობით წარწერაც დაურთო: „ყვითელი ბიკინი + თეთრი თმა = იდეალური კომბინაცია“. „მზის გარშემო 59 მოგზაურობა და ისევ ვცეკვავ.“ ახლა კი სალმა ჰაიეკმა უკვე 60 წლის იუბილე აღნიშნა - და მისი ბიკინის ფოტოები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ასაკი სტილისა და თავდაჯერებულობისთვის ნამდვილად არ არის შეზღუდვა.

პასტელური ფერები

2023 წელს ჰაიეკმა ბიკინის ეროვნულ დღეს ფერად, პეისლის პრინტიან ორეულში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მსახიობი ცისფერ აუზში პოზირებდა და ფოტო სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებით შეხვდა.მწვანე და ვარდისფერი

2024 წლის ზაფხულში საფრანგეთსა და ესპანეთში მოგზაურობისას ჰაიეკმა ბიკინის არაერთი განსხვავებული ლუქი მოირგო. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწვანე-ვარდისფერი ორეული იყო, რომელშიც მსახიობმა დაუმუშავებელი ფოტო გამოაქვეყნა.ცისფერი იახტაზე

იმავე აგვისტოში ჰაიეკი იახტაზე ცისფერ-თეთრ ბიკინიში გადაიღეს. ოქროსფერი დეტალები და ზღვის ფონზე ლუქი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურებოდა.ყვითელი ბიკინი იბიცაზე

2024 წლის აგვისტოში მსახიობმა იბიცაზე იახტიდან კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ფოტო გააზიარა. ამჯერად მან მკვეთრი ყვითელი ბიკინი და მხიარულად დაწნული თმა აირჩია.თეთრი ბიკინი „Sports Illustrated“-ისთვის

ჰაიეკმა თეთრ ბიკინიში, წელის სამკაულებითა და ბუნებრივად ტალღოვანი თმით მექსიკაში გადაიღო ფოტოები Sports Illustrated-ის გარეკანისთვის. ჟურნალის ფოტოსესიაზე მსახიობმა რამდენიმე განსხვავებული ბიკინი მოირგო, მათ შორის სპილენძისფერი ორეული.59 წლის იუბილე წითელ ბიკინიში

2025 წელს ჰაიეკმა 59-ე დაბადების დღე ბიკინის ფოტოთი აღნიშნა. მსახიობი ნავის კიდეზე წითელ ორეულში იჯდა და ფოტო ასეთ წარწერას დაურთო:
თემები: მსახიობები, სელმა ჰაიეკი