მშობლები

ნარცისი მშობლები: 5 გზა, როგორ დავიცვათ თავი ტოქსიკური ურთიერთობისგან

ნარცისი მშობლები: 5 გზა, როგორ დავიცვათ თავი ტოქსიკური ურთიერთობისგან

ზოგჯერ ყველაზე ახლო ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე რთულია. ნარცის მშობლებთან გაზრდილ ადამიანს კი ხშირად ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება მუდმივი სურვილი, რომ მშობლების მოწონება დაიმსახუროს და საკუთარი საჭიროებები მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ასეთ ურთიერთობაში საკუთარი საზღვრების დაცვა შესაძლებელია - და ამის გამო თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ.

1. საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენეთ

თუ ბავშვობაში მუდმივად ცდილობდით მშობლისთვის თავის მოწონებას, შესაძლოა დღესაც ფიქრობდეთ, რომ თქვენი სურვილები სხვების საჭიროებებზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ზრდასრულ ასაკში დროა, საკუთარ კეთილდღეობას მეტი ყურადღება დაუთმოთ.

2. დააწესეთ მკაფიო საზღვრები

აუცილებელი არ არის ყველა საუბარში ჩაერთოთ ან ყველა თემაზე საკუთარი პოზიცია აუხსნათ. შეგიძლიათ, კომუნიკაცია შეამციროთ, აირჩიოთ უფრო ნეიტრალური თემები და ემოციურად რთულ საუბრებს მოერიდოთ.

3. ნუ ეცდებით მის შეცვლას

ნარცის მშობელებთან დაპირისპირება და ყველა ძველი წყენის გახსენება, როგორც წესი, პრობლემას ვერ აგვარებს. უფრო ეფექტურია, მშვიდად და მკაფიოდ უთხრათ, რა არის თქვენთვის მისაღები და რა - არა.

4. ნუ აჰყვებით მანიპულაციას

საზღვრების დაწესების შემდეგ მშობელმა შესაძლოა თქვენი გადარწმუნება სცადოს  - შეგაცოდოთ თავი, დაგადანაშაულოთ ან სხვა გზით მოახდინოს ზეწოლა. თუ თქვენი გადაწყვეტილება მიღებულია, მნიშვნელოვანია, მას უკან არ დახიოთ.

5. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს

ნარცისული მშობლების შვილები ხშირად ფიქრობენ, რომ თავად არიან ზედმეტად მგრძნობიარე, ეგოისტი ან ყურადღებას ზედმეტად ითხოვენ. მაგრამ საკუთარი საჭიროებების გამოხატვა და პირადი სივრცის დაცვა არ ნიშნავს, რომ ცუდი შვილი ხართ.

ზოგჯერ მშობელთან დისტანციის დაცვა მტკივნეულია, მაგრამ სწორედ ეს შეიძლება გახდეს საკუთარი თავისა და სიმშვიდის დაბრუნების გზა.