ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე გამორჩეული ლუქები - რა ჩაიცვეს პამელა ანდერსონმა, ამალ კლუნიმ და სხვა ვარსკვლავებმა
- 07.09.2026
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა, თუმცა იტალიურ ქალაქში ჰოლივუდისა და მოდის სამყაროს ვარსკვლავების გამოჩენამ უკვე დიდი ყურადღება მიიპყრო.
ფილმების პრემიერებისა და წითელი ხალიჩის პარალელურად, ვენეცია ტრადიციულად მაღალი მოდის ერთ-ერთ მთავარ სცენადაც იქცევა. წელსაც არაერთმა ცნობილმა სახემ საკუთარი სტილით უკვე მოახერხა ყურადღების მიქცევა - ამალ კლუნიდან და ალისია ვიკანდერიდან პამელა ანდერსონამდე, ირინა შეიკამდე და მარიონ კოტიიარდამდე.
ნახეთ ვენეციის კინოფესტივალის 2026 წლის ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავური ლუქები:
პამელა ანდერსონი - 7 სექტემბერი: იასამნისფერი ჰაეროვანი ზედა და იმავე ფერის კომბინეზონი/კაბა.

მეგი ჯილენჰოლი - 7 სექტემბერი: მოკლე პერანგი და კლასიკური, თავისუფალი შარვალი.

პამელა ანდერსონი - 6 სექტემბერი: კაშკაშა ნარინჯისფერი ატლასის კაბა.

ალისია ვიკანდერი - 6 სექტემბერი: ღია ცისფერი Louis Vuitton-ის კაბა და შესაბამისი ფეხსაცმელი.

სიუზან სარანდონი - 6 სექტემბერი: შავი, ნავისებრი დეკოლტეს მქონე კაბა.

ირინა შეიკი - 6 სექტემბერი: შავი, ტანზე მომდგარი კაბა.

ირინა შეიკი - 6 სექტემბერი: Givenchy-ს ჟაკეტი და ფართო შარვალი.

ალისია ვიკანდერი - 6 სექტემბერი: აბრეშუმის ტოპი და შესაბამისი ვიწრო ქვედაბოლო.

ამანდა სეიფრიდი - 6 სექტემბერი: Miu Miu-ს მინი-კაბა და შავი ბალეტკები.

რობერტ პატინსონი და სუკი უოტერჰაუსი - 5 სექტემბერი: პატინსონს თეთრი ზოლიანი კოსტიუმი ეცვა, სუკის კი Yves Saint Laurent-ის მაქმანებიანი ზედა და მინი-ქვედაბოლო.

ნიკოლა პელცი და ბრუკლინ ბექჰემი - 5 სექტემბერი: ნიკოლა პელცი Balenciaga-ს კაბაში გამოჩნდა.

პამელა ანდერსონი - 5 სექტემბერი: შავი Miu Miu-ს კაბა.

ამანდა სეიფრიდი - 5 სექტემბერი: ნაზი ვარდისფერი მინი-კაბა კრისტალებით და შავი ფეხსაცმელი.

მარიონ კოტიიარი - 5 სექტემბერი: Chanel-ის თავისუფალი თეთრი პერანგი და ფართო შარვალი.

ამალ და ჯორჯ კლუნები - 4 სექტემბერი: ამალმა Stella McCartney-ს ჟოლოსფერი პრინტიანი კაბა აირჩია.

ბჰავიტა მანდავა - 4 სექტემბერი: Chanel-ის შთამბეჭდავი „ქალთევზას“ კაბა Resort 2027 კოლექციიდან - მის ქარგვას 1 250 საათი დასჭირდა.

თემები: ფესტივალი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია