LIFE

12 ცხოვრებისეული კანონი ფსიქოლოგ ნატალია გრეისისგან

12 ცხოვრებისეული კანონი ფსიქოლოგ ნატალია გრეისისგან

ნატალი გრეისი, ცნობილი ფსიქოლოგი და გახმაურებული წიგნის - „გრეისის კანონების“ ავტორია. წიგნის საშუალებით შესაძლებელია უფრო მეტად დაფიქრდეთ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე.

1. წვრილმანების მაჩვენებელი კანონი

ადამიანი როგორც ავლენს საკუთარ თავს წვრილმანებში - სინამდვილეში ასეთიც არის. ის შეიძლება იყოს ზედმეტად გულუხვი, მაგრამ - წელიწადში ერთხელ, მეწვრილმანე ნატურა კი ყოველდღიურად მჟღავნდება წვრილმანებში, ამიტომ წვრილმანები უფროა მისი პიროვნების მაჩვენებელი.

2. დანაკარგების გარდაუვალობის კანონი

ყველაფერში, რასაც აკეთებს ადამიანი, ის უშვებს შეცდომებს. ამიტომაც დანაკარგები გარდაუვალია. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ გავლენა ბევრ რამეზე, მაგრამ არა ყველაფერზე. ჩვენ ვერ ვიქნებით იდეალურები, და ჩვენი მოქმედებებიც - ასევე. დანაკარგების გარდაუვალობა მიიღეთ მორჩილებით.

3. სჯობს დააკლო რამეს, ვიდრე გადააჭარბო

ეს ეხება აბსოლუტურად ყველაფერს. მაგალითად, თუ სიტყვას ამბობთ, დაამთავრეთ ის მანამდე, სანამ ხალხი დაიღლება. წამოდით სტუმრობიდან მანამდე, სანამ მათ მარტო ყოფნის სურვილი გაუჩნდებათ.

4. საერთო უღელის კანონი

ერთად შებმულ ორ ცხენს შეუძლია დაძრას ადგილიდან 15 ტონა. აი თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე კი - მხოლოდ 3 ტონა. ჩაებით საქმეებში არა ნაკლებ, ვიდრე ორ-ორი, და იქნებით ეფექტურები.

5. ვადის კანონი

ნებისმიერი საქმის ვადის დანიშვნა ზრდის მის მოვლენურ ალბათობას. ერთი საქმეა თქვა „ დავუკავშირდებით ერთმანეთს“, და სრულიად სხვაა - „დაგირეკავ ხვალ დილის ათ საათზე“.

6. განულების კანონი

ტვინი საჭიროებს განულებას. თუ დაღლილი დაბრუნდით სახლში, დღეისთვის კი ჯერ ნახევარი საქმე გაქვთ გაკეთებული, საეჭვოა, რომ ეფექტურად დაასრულოთ ის. ტვინს არ შეუძლია შეუსვენებლად შეასრულოს თქვენი განკარგულებები. ამ დროს სჭიროა ყველანაირი ინფორმაციის შეზღუდვა გარედან, და ტვინი „სუფთავდება“.

7. იდეალური პირობების სიცრუის კანონი

არასოდეს არ იქნება იდეალური პირობები. სისულელეა, რა თქმა უნდა, უარყო, რომ სასიკეთო გარემოებები იშვიათია. კიდევ უფრო იშვიათად ვიღაცას ყოფნის სიბრძნე ისარგებლოს ამით. ნაწილობრივ იმიტომ, რომ შესაძლებლობები იმალება პრობლემების ნიღბით, რომლებიც უნდა გადაიწყვიტო.

8. კომპენსაციის კანონი

არ არსებობს ყველაფერი ერთდროულად! შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: ცოლი - მზეთუნახავი, მოვლილი, კარგი დიასახლისი, ლოგინში ქმართან - მოხერხებულობისა და ვნების სასწაული, ბავშვები ყურადღების ქვეშ არიან, თვითონ კარგად მღერის, ართობს სტუმრებს, ჯანმრთელია, წარმატებული ბიზნეს-ლედი და იდეალური მეგობარი? თუ ერთ საქმეში ადამიანმა მიაღწია არსებით წარმატებებს, სხვა რამეში მას ჩვეულებრივ არ არის ისეთი წარმატებული.

9. გავლენის კანონი

გარემოცვა გავლენას ახდენს იმაზე, როგორი გახდება ადამიანი. გარემოცვა გავლენას ახდენს ბევრ რამეზე, თუ არა ყველაფერზე. ჩვენ ვემსგავსებით იმათ, ვინც ჩვენს გვერდშია, და შედარებით ნაკლებად ვაქცევთ გარშემომყოფებს საკუთარ თავად.

10. პოლარული რეაქციის კანონი

ნიჭიერი ხალხი ყოველთვის იწვევს პოლარულ რეაქციებს: ან აღფრთოვანებას, ან სიძულვილს. მათი აღქმა შეუძლებელია გულგრილად. შეუძლებელია ისინი არ შეამჩნიო, დააიგნორო. ისინი ახსოვთ, უყვართ, სძულთ, მათი შურთ. მტერი მხოლოდ იმიტომ ჰყავთ, რომ მათ არ ერგოთ ყველა ნიჭი.

11. საერთო მეხსიერების კანონი

ყველაზე მეტად ადამიანებს აკავშირებს საერთო მეხსიერება გარკვეულ მოვლენებზე. ასე რომ, საერთო მეხსიერებაში მოხვედრა აერთიანებს მათ. თუ გსურთ კეთილი დამოკიდებულება მიიღოთ საზოგაოდებისგან - მოხვდით მათ მეხსიერებაში სიკეთით.

12. კანონი „შენი ადამიანები არ არიან“

ესა თუ ის ადამიანი შენი საკუთრება არ არის, ის მაინც წავა შენგან.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>