9 რამ რაზეც უარი უნდა თქვათ თუ გსურთ რომ ბედნიერები იყოთ - ფსიქოლოგის რჩევები
- 11.03.2017
გთავაზობთ ფსიქოლოგიურ რჩევებს, რომლებიც ბედნიერების გასაღებია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ჩვევებს თავიდან მოიშორებთ, ბედნიერებას მოიპოვებთ:
1. „ნეტავ კარგად ვიყო“ - არასოდეს იწუწუნოთ. შესაძლოა, უფრო მეტ წარმატებას იმსახურებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგად არ ხართ. თქვენ უკვე ხართ კარგად, ეს თქვენი ცხოვრებაა. დატკბით და ისიამოვნეთ. ნუ გაატარებთ ძვირფას დროს წუწუნში.
2. „ერთ დღეს ჩემი პრინცი მოვა“ - სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ პრინცი ან მოვა, ან არა. რატომ უნდა გაატაროთ ისედაც ხანმოკლე ცხოვრება მის ლოდინში?
3. „მე „ამას“ ვინახავ განსაკუთრებული შემთხვევისთვის“ - ასე ნუ მოიქცევით, ნუ შეინახავთ საგნებს განსაკუთრებული შემთხვევისთვის. თუ ლამაზი კაბა გაქვთ, ნუ დაელოდებით, რომ სამეფო წვეულებაზე მიგიწვევენ. გამოიყენეთ ის დღეს. ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ მიანიჭეთ საკუთარ თავს სიამოვნება.
4. „როცა ამ საქმეს შევასრულებ, მათ მოვეწონები, დამაფასებენ“ - შეცდომააა. თქვენ არავინ შეგაქებთ. თუ ვინმეს დღეს არ მოსწონხართ. თავი დაანებეთ მცდელობებს. ხვალ თქვენზე აზრს მაინც ვერ შეაცვლევინებთ
5. „წონაში ცოტა დავიკელი და კმაყოფილი ვარ“ - შესაძლებელია, გრძნობდეთ ამის გამო თავს ბედნიერად, მაგრამ მხოლოდ დროებით, რადგანაც აღმოაჩენთ რომ ძველი სამოსი მაინც არ გერგებათ. მოიწონეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ახლა ხართ, როგორც ახლა გამოიყურებით.
6. „ყველაფერი მათი ბრალია“ - სხვების დადანაშაულება მარტივია, მაგრამ ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. თავის გადარჩენა სხვების დადანაშაულებით სისასტიკეა და ეს ვერც ბედნიერებას მოგანიჭებთ. თუ სხვების დადანაშაულებით მათზე შურისძიება გსურთ, შეცდომას უშვებთ. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო შურისძიება წარმატების მოპოვებაა.
7. „საკრედიტო დავალიანებას მაშინ დავფარავ, როცა ბევრი ფული მექნება“ - ფანტაზიის სფეროდანაა რომ მოულოდნელად გამდიდრდებით, ლატარიაში ჯეკ-პოტს მოიგებთ. ან ერთ დღეს შეხვდებით მილიონერ მამაკაცს, რომელიც ცოლად მოგიყვანთ. ამიტომ დაიწყეთ დავალიანების დაფარვა დღეს, სანამ არ გაკოტრებულხართ.
8. „ამას ხვალ გავაკეთებ“ - რატომ წარმოვიდგენთ რომ ხვალ მაგიური შესაძლებლობები გვექნება და იმ საქმეს, რომელიც ხვალ ისედაც გასაკეთებელი გვაქვს, კიდევ ვუმატებთ დამატებით შესასრულებელ სამუშაოს. გახსოვდეთ, ნებისმიერი ამოცანა, რომელიც დღეს გაქვთ გადასაჭრელი, ხვალ არ გამარტივდება.
9. „დაუჯერებელია, მან იმედი გამიცრუა და ეს ურთიერთობა დასრულდა“ - ეძებთ ისეთ ადამიანს რომელიც იქნება რომანტიკული პარტნიორი, ან საუკეთესო მეგობარი, თუ გარკვეული რეცეპტები გაქვთ იმისა, თუ როგორი ადამიანი გსურთ გვერდით, იმედგაცრუებული დარჩებით, რადგანაც გაქვთ უფრო მეტი მოლოდინი, ვიდრე მას რეალურად შეუძლია.
თემები: რჩევები ქალებს, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="https://www.psychologies.co.uk/">https://www.psychologies.co.uk/</a>