LIFE

​​​​​რატომ ვმალავთ მეგობრებისგანაც კი იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასია - ახალი ტენდენცია „გეითქიფინგი“

​​​​​რატომ ვმალავთ მეგობრებისგანაც კი იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასია - ახალი ტენდენცია „გეითქიფინგი“

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვხვდება შემთხვევა, როდესაც ადამიანი პირად ამბებს, ურთიერთობებს, გეგმებსა თუ ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს ახლო მეგობრებსაც კი აღარ უზიარებს.

ამ ქცევას „გეითქიფინგს“ (gatekeeping) უწოდებენ - ტერმინი სიტყვასიტყვით „კარიბჭის დაცვას“ ნიშნავს და გულისხმობს იმის კონტროლს, თუ ვის აქვს წვდომა ჩვენს პირად ინფორმაციაზე, ემოციებსა და ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილზე.

თავისთავად, პირადი საზღვრების დაცვა პრობლემა არ არის. მაგალითად, სრულიად ბუნებრივია, არ მოუყვეთ კოლეგებს პირადი ურთიერთობის შესახებ ან არ გაუზიაროთ ყველა დეტალი საკუთარ თავზე მეგობრების ფართო წრეს.

თუმცა მიზეზი ყოველთვის მხოლოდ პირადი საზღვრები არ არის. ზოგჯერ ადამიანები ინფორმაციას იმიტომ მალავენ, რომ ეშინიათ შეფასების, კრიტიკის, იმედგაცრუების ან იმის, რომ მათი ნათქვამი სხვებთან გავრცელდება. სოციალური ქსელების ეპოქაში კი პირადი ინფორმაცია განსაკუთრებით მარტივად შეიძლება გახდეს საჯარო.

გარდა ამისა, თანამედროვე ცხოვრების რიტმი ღრმა ურთიერთობებისთვის სულ უფრო ნაკლებ დროს ტოვებს. ზოგიერთი ადამიანი რთულ ემოციებს მეგობართან გულწრფელი საუბრის ნაცვლად საკუთარ ჩანაწერებში, ანონიმურ ჩატში ან ხელოვნურ ინტელექტთან საუბარში ამჯობინებს.

თუმცა გეითქიფინგი ყოველთვის ჯანსაღი საზღვრების დაცვას არ ნიშნავს. ის შეიძლება პრობლემად იქცეს მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარი ინფორმაციის დამალვიდან სხვების ურთიერთობებისა და კომუნიკაციის კონტროლზე გადადის.

საბოლოოდ, ყველაფრის ყველასთვის მოყოლა აუცილებელი ნამდვილად არ არის. მაგრამ როდესაც პირადი ცხოვრების დაცვა ადამიანებთან სიახლოვისა და ნდობის სრულ უარყოფად იქცევა, ჩნდება კითხვა - ვიცავთ საკუთარ საზღვრებს თუ უბრალოდ გვეშინია, ვინმესთან ნამდვილად ახლოს ყოფნის?