LIFE

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

კაშკაშა ვარსკვლავებს ზოგჯერ თავბრუდამხვევი კარიერა ბეზრდებათ და ურჩევნიათ ჩრდილში იყვნენ. გთავაზობთ წარსულში ცნობილ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი:

1. ყველა ჩვენგანს გვახსოვს სტივენ სიგალი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და მსახიობი. მისი მონაწილეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია „ალყაში“. მან სამსახიობო კარიერას თავი დაანება და დღე კრიმინალთან ბრძოლითაა დაკავებული - ნიუ მექსიკოში შერიფის მოადგილედ მუშაობს.

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

2. ბრიტანი ეშტონ ჰოლმსი - გოგონა საოცრად პოპულარული იყო ხუთი წლის ასაკში და მას ჰოლივუდის ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებდნენ. ამბობდნენ, რომ თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერა ელოდა. ის მონაწილეობდა ფილმში „პატარა თაღლითები“. გოგონამ სულ სხვა გზა აირჩია. ის სწავლობს პოლიტიკურ მეცნიერებებს და სტარბაქსში მუშაობს.

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

3. ჯონათან ბენეტი - ის გვახსოვს ფილმიდან mean girls. ჯონათანი ახლა ინსტრუქტორად მუშაობს, ლოს-ანჯელესში.

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

4. ერინ მორანი - ჩანდა რომ პერსპექტიული კარიერა ექნებოდა. თუმცა „ბედნიერი დღეების“ ვარსკვლავი 80-იანი წლებიდან გაქრა ეკრანიდან.ამჯერად კი მწერალია.

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

5. ფრედი პრინც ჯუნიორი - მას შემდეგ რაც ითამაშა ფილმებში She’s All That და I Know What You Did Last Summer, ის დაქორწინდა სარა მიშელ გელარიზე. ჰყავს ორი შვილი და არის რესტორნის დირექტორი. სამსახიობო კარიერა კი დაივიწყა.

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

6. ჯეკ გლისონი - მას სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მაყურებელი კარგად იცნობს. ის ვესტეროსის ტირანი მეფის როლს ასრულებდა. ადამიანების დიდმა ნაწილმა დამწყები მსახიობი შეიძულა თავისი როლის გამო, ამიტომ ჯეკმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა მსახიობობაზე. ის ახლა თეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობს დუბლინში.

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

7. ჯონათან ტეილორ ტომასი - ის დიდი ვარსკვლავი იყო ადრეულ 90-იან წლებში. ახმოვანებდა მეფე ლომს და მისი ხმა მსოფლიოში იყო ცნობილი. თუმცა ჯონათანმა გადაწყვიტა ფოკუსირება განათლების მიღებაზე მოეხდინა და ჰარვარდიც კი დაამთავრა.

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

8. ჯინა დევისი - ის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მონაწილეობდა ფილმებში „ტელმა და ლუისი“, „მათი საკუთარი ლიგა“ და ა.შ. თუმცა ჰოლივუდი დატოვა და დააარსა ინსტიტუტი, რომელიც გენდერულ საკითხებს შეისწავლის.

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

9. დორის დეი - ის მეოცე საუკუნის 70-იან წლებში იყო სუპერვარსკვკლავი, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა ჰოლივუდი დაეტოვებინა. ამჟამად დაშავებული ცხოველების მოვლითაა დაკავებული

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი

10. პიტერ ბილინგსლი - ადრეულ ასაკში ის მონაწილეობდა ფილმში „საშობაო ამბავი“, სადაც რალფის როლს ასრულებდა, თუმცა მან მსახიობობა არ გააგრძელა. ამჟამად ის პროდიუსინგითაა დაკავებული და საკმაოდ წარმატებულიც გახლავთ. ის ისეთი ფილმის პროდიუსერია როგორიცაა „რკინის კაცი“.

ყოფილი მსახიობები, რომლებიც დღეს სრულიად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი



<a href="http://www.worldlifestyle.com/">http://www.worldlifestyle.com/</a>