4 ნიშანი იმისა, რომ თქვენ საუკეთესო წყვილი ხართ - ურთიერთობების ექსპერტის დასკვნა
- 12.03.2017
ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ საუკეთესო პარტნიორი იპოვეს. ურთიერთობების ექსპერტი ტალია გოლდსტინი ავლენს იმ ოთხ ძირითად ნიშანს, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც მიხვდებით, რომ „თქვენ“ საუკეთესო გუნდი ხართ.
1. გსურთ მოგზაურობა ერთსა და იმავე ადგილას - დაგეგმეთ მოგზაურობა პარტნიორთან ერთად. თუ აღმოაჩენთ, რომ ერთი და იგივე ადგილის მონახულება გსურთ, ეს საუკეთესო ინდიკატორია - თქვენ იდეალური მეწყვილე გიპოვიათ.
თუ ერთ-ერთ თქვენგანს მთაში მოგზაურობა და ლაშქრობა უყვარს, მაშინ როცა მეორე ზღვის სანაპიროზე ოცნებობს, ეს არ არის კარგი, რადგანაც ნიშნავს, რომ განსხვავებული ინტერესები გაქვთ.
მაგრამ თუ თქვენი ინტერესები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, როცა საქმე მოგზაურობას ეხება, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება.
2. თქვენ გაქვთ საერთო ინტერესები და გიყვართ საქმის ერთად კეთება - განმსაზღვრელი იმისა, რომ საუკეთესო პარტნიორი იპოვეთ არის ის, თუ რამდენად გაქვთ საერთო ინტერესები. ეს არ ნიშნავს, რომ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება უნდა გქონდეთ, ან ერთნაირი ფილმები მოგწონდეთ.
„საუკეთესო წყვილი ხართ მაშინ, როცა გსიამოვნებთ რაიმის ერთად კეთება“, - ამბობს გოლდსტინი. თუ თქვენ ხართ წყვილი, რომელსაც უყვარს ერთად სეირნობა, ერთად ფილმის ყურება, ერთი და იგივე სპორტული თამაშენის ნახვა, თქვენ ნამდვილად კარგი გუნდი ხართ
3. ურთიერთობაში პარტნიორები ერთმანეთს აბალანსებენ - გოლდსტინის თქმით, ყველაზე წარმატებულები არიან წყვილები, რომლებიც ერთმანეთს აბალანსებენ. სტაბილურია წყვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი უფრო სამსახურის საქმეებით არის დაკავებული, ხოლო მეორე მას მხარს უჭერს და ერთგვარად აბალანსებენ ერთმანეთს. „აღმოვაჩინე, რომ ბალანსი ურთიერთობებში საუკეთესოდ მუშაობს“, - ამბობს ურთიერთობების ექსპერტი.
4. როცა თქვენი პარტნიორის გვერდით საკუთარ თავს გრძნობთ - ზოგიერთი ადამიანი ასრულებს ურთიერთობას იმის გამო, რომ კარგავს საკუთარ თავს. ურთიერთობა, სადაც თქვენი საუკეთესო მხარე წარმოჩინდება, სადაც თავს არათუ კარგავთ, არამედ შეიგრძნობთ და წარმოაჩენთ მას, შესანიშნავია. გილოცავთ! თქვენ იდეალური პარტნიორი გიპოვიათ და მართლაც საუკეთესო გუნდი ხართ.
გახსოვდეთ!!
თუ ზემოთ ჩამოთვლილი 4 ნიშანი თქვენს ურთიერთობაში აღმოაჩინეთ, ის სამუდამოდ გასტანს.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, ბედნიერი წყვილი, ქალები
<a href="http://www.thisisinsider.com/">http://www.thisisinsider.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია