Wizz Air-ის შეთავაზებები პირველად გახდება ხელმისაწვდომი Amadeus-ის სამოგზაურო პლატფორმაზე
- 21.10.2026
შეთანხმება ტურისტულ კომპანიებს Wizz Air-ის ავიარეისების მოძიებისა და დაჯავშნის შესაძლებლობას მისცემს, მგზავრებს კი ავიაბილეთების უფრო ფართო არჩევანს შესთავაზებს
ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air და
სამოგზაურო ტექნოლოგიების წამყვანი კომპანია Amadeus თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შედეგად Wizz Air-ის ავიარეისები და დამატებითი მომსახურებები პირველად გახდება ხელმისაწვდომი Amadeus Travel Platform-ზე.
შერჩეულ ბაზრებზე ტურისტული სააგენტოები და სხვა ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები Amadeus-ის პლატფორმის მეშვეობით შეძლებენ Wizz Air-ის ავიარეისებისა და დამატებითი მომსახურებების მოძიებასა და დაჯავშნას. ავიაკომპანიას კი საშუალება ექნება, საკუთარი შეთავაზებები უფრო მეტ მომხმარებელს გააცნოს, გააფართოოს გაყიდვების არხები და ითანამშრომლოს როგორც ტურისტულ
სააგენტოებთან და ონლაინ პლატფორმებთან, ისე კორპორაციული მოგზაურობის ორგანიზატორებსა და ტუროპერატორებთან.
ტურისტული კომპანიებისთვის უფრო ფართო არჩევანი
Wizz Air-სა და Amadeus-ს შორის თანამშრომლობა ტურისტულ სააგენტოებს საშუალებას მისცემს, Amadeus-ის პლატფორმის მეშვეობით მარტივად მოიძიონ Wizz Air-ის ავიაბილეთები, შეადარონ ტარიფები და დაჯავშნონ მგზავრებისთვის საჭირო დამატებითი მომსახურებები. შედეგად, მომხმარებლებისთვის მოგზაურობის დაგეგმვისას უფრო ფართო არჩევანის შეთავაზებას შეძლებენ.
სილვია მოსკერა, Wizz Air-ის მარკეტინგისა და შემოსავლების მართვის მიმართულების
ხელმძღვანელი, აცხადებს: „Wizz Air-ის ზრდასთან ერთად მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, რათა ჩვენი ფართო სამარშრუტო ქსელი და დაბალი ტარიფები მოგზაურებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენი შეთავაზებების Amadeus Travel Platform-ზე პირველად განთავსება Amadeus-ის ფართო პარტნიორულ ქსელს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს ჩვენი ტარიფებითა და დამატებითი მომსახურებებით, რაც ჩვენს შეთავაზებებზე წვდომას კიდევ უფრო გაამარტივებს. მოხარულები ვართ, რომ Amadeus-
თან ერთად ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ და მოუთმენლად ველით იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს პარტნიორობა სამოგზაურო ინდუსტრიას მოუტანს.“
ელენა ავილა, Amadeus-ის სამოგზაურო დისტრიბუციის მიმართულების
აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, აღნიშნავს: „ტურისტულ კომპანიებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ ავიაკომპანიების მრავალფეროვან შეთავაზებებზე წვდომა, ხოლო ავიაკომპანიები საკუთარი საქმიანობის გაფართოებისა და მომხმარებელთა უფრო ფართო აუდიტორიის მიღწევის ეფექტიან გზებს ეძებენ. Wizz Air-ის შეთავაზებების Amadeus Travel Platform-ზე დამატება ტურისტულ კომპანიებს არჩევანს გაუფართოებს, დანაწევრებულ სადისტრიბუციო გარემოში შეთავაზებებზე წვდომას გაამარტივებს და ხელს შეუწყობს Wizz Air-ის არაპირდაპირი დისტრიბუციის სტრატეგიის განვითარებას.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ავიაკომპანიების დისტრიბუციის ღია და მრავალფეროვანი ეკოსისტემის განვითარების მიმართ და ასახავს Amadeus-ის მთავარ მიზანს - დააკავშიროს სამოგზაურო ინდუსტრიის მონაწილეები ისე, რომ ამ
თანამშრომლობამ ავიაკომპანიებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის და თავად
მოგზაურებისთვის რეალური ღირებულება შექმნას.“
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ის ფლოტი Airbus A320 და A321 ტიპის 276 თვითმფრინავისგან შედგება. ავიაციის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა გუნდი მგზავრებს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და განსაკუთრებით დაბალ ტარიფებს სთავაზობს. 2026 ფინანსურ წელს Wizz Air 69,7 მილიონი მგზავრის არჩევანი გახდა. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, სადაც მისი აქციები WIZZ სიმბოლოთი ივაჭრება.
airlineratings.com-მა, მსოფლიოში ერთადერთმა სააგენტომ, რომელიც ავიაკომპანიების უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს აფასებს, Wizz Air მსოფლიოს ათ ყველაზე
უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის დაასახელა. Wizz Air-ს ასევე მიენიჭა წლის ავიაკომპანიის ტიტული Air Transport Awards-ის მიერ 2019 და 2023 წლებში. გარდა ამისა, World Finance-ის Sustainability Awards-ის ფარგლებში 2021-2025 წლებში Wizz Air-მა „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის“ აღიარება მოიპოვა. 2026 წელს საავიაციო ანალიტიკის კომპანია Cirium-ის მიერ გამოქვეყნებულ გლობალურ რეიტინგში Wizz Air-მა ავიაკომპანიებს შორის გამონაბოლქვის ინტენსივობის ყველაზე დაბალი
მაჩვენებლით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპულ ავიაკომპანიებს შორის პირველი
ადგილი მოიპოვა. ეს შედეგი გამონაბოლქვის ინტენსივობის შემცირების მიმართულებით
კომპანიის მიერ გაწეულ სამუშაოს უკავშირდება.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია