ქეით მიდლტონის ლიმონისფერი კაბა და სამეფო ტიარა - უელსის პრინცესის გამორჩეული ლუქი უინძორში
- 21.10.2026
უინძორის სასახლეში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე ქეით მიდლტონი განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოჩნდა.

ომანის სულთნის, ჰაითამ ბინ ტარიქ ალ საიდის პატივსაცემად გამართულ საღამოზე უელსის პრინცესამ ლიბანელი დიზაინერის, ელი სააბის, ლიმონისფერი კაბა შეარჩია, რომელსაც გრძელი მოსასხამი ავსებდა.

კაბის ნაზი ყვითელი ფერი, წელზე შემოხვეული ფართო ქამარი და დახურული, სამკუთხა დეკოლტე დახვეწილ და შთამბეჭდავ იერს ქმნიდა. კაბის თავისუფლად დაშვებული სილუეტი სამოსს განსაკუთრებულ სიმსუბუქეს სძენდა, გრძელი მოსასხამი კი მის საზეიმო ხასიათს უსვამდა ხაზს.

ქეითმა ლუქი „სიყვარულის კვანძების“ სახელით ცნობილი ტიარით დაასრულა. სამკაულების არჩევანშიც სამეფო ტრადიციას უერთგულა - მას დედოფალ ელიზაბეთ II-ის კოლექციიდან შერჩეული საყურეები და სამაჯური ეკეთა.
თემები: ქეით მიდლტონი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია