LIFE

მიშელ ობამა საბავშვო კულინარიულ გადაცემაში და აღფრთოვანებული მონაწილეები

მიშელ ობამა საბავშვო კულინარიულ გადაცემაში და აღფრთოვანებული მონაწილეები

გაწონასწორებული, ინტელეტუალი, მშვიდი, მოდური და კეთილშობილი - ასე ახასიათებენ სხვადასხვა ცნობილი გამოცემები ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას. "ყოველთვის, როცა მიშელ ობამას თვალს მოვკრავთ, გვიჭირს საკუთარი თავისა და გრძნობების კონტროლი, რადგან იგი ყველას უზომოდ გვიყვარს!" - წერს Vogue, People, Washington Times, Refinery29 და სხვ. მიშელ ობამას მიმართ მსგავსი შეფასებები მის ერთ-ერთ გადაცემაში გამოჩენას მოჰყვა. 

ამერიკული ტელეარხი Fox კულინარიული გადაცემების სერიების ავტორია, რომლის ეთერშიც მზარეულებად პატარები გვევლინებიან. მიშელ ობამას ამ გადაცემაში გამოჩენამ ცხადყო, რომ იგი საყვარელი ქალბატონი და ავტორიტეტია არა მხოლოდ ზრდასრულთათვის, არამედ ბავშვებისთვისაც. გადაცემის დასაწყისში ბავშვები ელოდნენ, რომ მიმართულებებს რომელიმე კვების სპეციალისტი მისცემდა, თუმცა, ეკრანზე მიშელ ობამა გამოჩნდა. 

მიშელ ობამა საბავშვო კულინარიულ გადაცემაში და აღფრთოვანებული მონაწილეები

სიტყვებშეუფერებელი აღმოჩნდა მონაწილეთა რეაქციები. ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა მზარეული ჟასმინი ემოციებს ვერ გაუმკლავდა და სწორედ ის გახდა იმ ფრაზის ავტორი, რომელიც გადაცემის ეთერში გასვლიდან თითქმის ყველა მედიასაშუალებამ აიტაცა. "მგონი ვკვდები, ღმერთო ჩემო! ნათელში ვიყო! მიშელ ობამა საოცნებო ქალბატონია, იგი ჩემი კერპია!" 

მიშელ ობამამ ბავშვებს გადაცემაში საიდუმლო ყუთები დაახვედრა, რომლებიც, როგორც თავად განაცხადა, თეთრი სახლის სამზარეულოს შთაგონებით გაჩნდა. მან მონაწილეებს ბოსტნეულის გამოყენებით კერძების მომზადება დაავალა: "ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია, დავრწმუნდე იმაში, რომ ისეთი ბავშვები, როგორებიც თქვენ ხართ, ჯანსაღი ზრდისთვის აუცილებელი საკვებით იკვებებიან", - უთხრა მიშელ ობამამ მონაწილეებს. 

მიშელ ობამა საბავშვო კულინარიულ გადაცემაში და აღფრთოვანებული მონაწილეები

ბოსტნეულის გამოყენებით საკვების მომზადების იდეა, ყველა მონაწილესთვის ერთნაირად სასიამოვნო არ აღმოჩნდა. 

"მიშელ ობამას სურს, რომ ბოსტნეული მოვამზადო, არ არსებობს! ვერ ვიტან ბოსტნეულს, ბოროტებაა!" - განაცხადა ერთ-ერთმა განაწყენებულმა მონაწილე ბიჭმა. 



people.com