მშობლები

8 საიდუმლო რომლის ბავშვთან განხილვა არ ღირს

8 საიდუმლო რომლის ბავშვთან განხილვა არ ღირს

როდესაც მშობლები ხართ, მნიშვნელოვანია, შვილებთან იყოთ გახსნილები, ესაუბროთ მათ ყველა თემაზე, რაც აინტერესებთ. შეიძლება შემაშფოთებელი იყოს მათ მილიონ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენს გულწრფელ პასუხებზეა დიდწილად დამოკიდებული ის, თუ როგორი ადამიანი გაიზრდება.

ამავდროულად, არსებობს ზოგიერთი რამ, რაც ბავშვებს უნდა დაუმალოთ, თუ გსურთ რომ ისინი მისაბაძი ადამიანები გაიზარდონ.

1. დაუმალეთ, რომ გიყვართ უსარგებლო და მავნებელი საკვები - როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობლები ცხიამიან ჩიფსებს მიირთმევენ, მათაც უჩნდებათ სურვილი, რომ თავადაც ჭამონ. ასე რომ, თუ გსურთ, ბავშვი ჯანსაღ კვებას შეაჩვიოთ და ამავდროულად თავად არაჯანსაღად იკვებებით და ამას თქვენი პატარა ხედავს, ეს დიდი შეცდომაა. ვერაფერს მიაღწევთ.

8 საიდუმლო რომლის ბავშვთან განხილვა არ ღირს

2. რა ტკივილი განიცადეთ მშობიარობისას- თქვენ არ გსურთ, რომ თქვენი შვილი ცხოვრობდეს დანაშაულის გრძნობით, იმის განცდით, რომ მან დაბადების დროს ტკივილი მოგაყენათ. ამიტომ, ადრეულ ასაკში ნუ მოუყვებით ამის შესახებ.

8 საიდუმლო რომლის ბავშვთან განხილვა არ ღირს

3. დაუმალეთ, რომ თქვენ და თქვენი მეუღლე ჩხუბობთ - ნუ აჩვენებთ შვილს იმ შეცდომებს, რომლებსაც თქვენ, ან თქვენი მეუღლე უშვებს. თუ მშობლების კონფლიქტის შესახებ გაიგებს, მაშინ პრობლემის მოგვარების გზებიც აჩვენეთ. ამით ისწავლის, თუ როგორ გაუმკლავდეს საკუთარ ემოციებს და დაუპირისპირდეს კონფლიქტებს.

8 საიდუმლო რომლის ბავშვთან განხილვა არ ღირს

4. ნუ ეტყვით, როგორ გეზიზღებათ საოჯახო საქმეების კეთება - არავის უყვარს ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვა, მაგრამ თქვენმა ბავშვებმა ამის შესახებ არ უნდა იცოდნენ. ერთხელაც მათ თავადაც მოუწევთ ამის გაკეთება და თავად გადაწყვეტენ მოსწონთ თუ არა ამ საქმის კეთება.

8 საიდუმლო რომლის ბავშვთან განხილვა არ ღირს

5. ნუ ეტყვით, თუ როგორ დარდობთ ყოველთვის მათზე - ძნელი დასაჯერებელია რომ ვინმე უფრო მეტად გიყვარდეთ, ვიდრე შვილი. გაქვთ მუდმივი შიში იმისა, რომ შეიძლება მას რაღაც შეემთხვეს. არ დაუშვათ რომ თქვენმა ბავშვმა იცოდეს, რა პარანოიკული შიშები გაწუხებთ მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ. ეს გრძნობა მათაც გადაედებათ და თვითონაც შეიპყრობთ შიში, რომ შეიძლება რაღაც შეემთხვეთ.

8 საიდუმლო რომლის ბავშვთან განხილვა არ ღირს

6. დაუმალეთ, რა ცუდად ხართ მაშინ, როცა უყვირით - მართლაც გიჭირთ უყვიროთ მას, როცა რაიმეს აშავებს და შემდეგ უყუროთ როგორ ტირის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ავტორიტეტი შვილის თვალში არ დაეცეს, არ შეილახოს, ამიტომ დაუმალეთ სიმართლე.

8 საიდუმლო რომლის ბავშვთან განხილვა არ ღირს

7. დაუმალეთ, რომ გაქვთ მატერიალური პრობლემები - მნიშვნელოვანია, თქვენს ბავშვს ჰქონდეს შეგრძნება, რომ ნორმალურ პირობებში ცხოვრობს. ნუ იჩხუბებთ ფულის გამო მისი თანდასწრებით. თქვენი სიყვარული მისთვის ახალ სათამაშოზე ძვირფასია. სტრესი რომელსაც თქვენგან გრძნობს, ბავშვსაც გადაედება.

8 საიდუმლო რომლის ბავშვთან განხილვა არ ღირს

8. დაუმალეთ, თუ რა ბედნიერი ხართ, როცა ბოლოსდაბოლოს იძინებს -როცა თქვენი შვილი დღის ბოლოს იძინებს, ეს განტვირთვის საუკეთესო დროა. გაქვთ დრო თქვენს მეუღლესთან მარტო დარჩენის, თუნდაც სახლის დალაგების, ან საყვარელი საქმის კეთების, მაგრამ ნუ აგრძნობინებთ მათ ამის შესახებ. ეს მას პატარა გულს ატკენს.

8 საიდუმლო რომლის ბავშვთან განხილვა არ ღირს



<a href="http://www.rd.com/">http://www.rd.com/</a>