წმინდა პატრიკის დღე 3 მოვლენის აღმნიშვნელი დღესასწაულია: ამ დღეს ირლანდიელებთან ერთად მთელი მსოფლიო ზეიმობს გაზაფხულის დადგომას, მხიარულებას და ხარისხიანი ირლანდიური ვისკის დაგემოვნებას. გადავწყვიტეთ, დღესასწაულის შესახებ გიამბოთ და ირლანდიური ვისკის — Tullamore D.E.W.-ის ბაზაზე დამზადებული რამდენიმე კოქტეილის რეცეპტიც გაგიმხილოთ.
ადრე წმინდა პატრიკის დღესასწაული მხოლოდ ირლანდიაში აღინიშნებოდა, თუმცა ნელ-ნელა მთელმა მსოფლიომ აიტაცა და უკვე მე-18 საუკუნის მე-2 ნახევრიდან როგორც ოფიციალური, ასევე იმპროვიზირებული პარადების ჩატარება ბოსტონში და ნიუ-იორკშიც დაიწყეს. დღესდღეობით გამონაკლისი არც საქართველოა: სანდრო წყაროებზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ ირლანდიური სულის მატარებელი ვისკი Tullamore D.E.W.-ი ამ დღის აღსანიშნავად თბილისშიც ემზადება.
გაგიკვირდება, მაგრამ ერთ დროს წმინდა პატრიკის დღე მკაცრი რელიგიური დღესასწაული იყო: ირლანდიის ყველა პაბი აუცილებლად დაკეტილი უნდა ყოფილიყო და დღესასწაულს მოკრძალებულად, საოჯახო გარემოში აღნიშნავდნენ. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა: 17 მარტს სრულიად ირლანდიის მოსახლეობა იკრიბება პაბებში, განსაკუთრებით კი — მამაკაცები და წმინდანის მოსახსენიებლად ეროვნულ სითხეს — ვისკის აგემოვნებენ.
ცნობისთვის, წმინდა პატრიკი წარმოშობით ირლანდიელი სულაც არ იყო. მისი დაბaდების სახელი მეივინ სუკატია. დაიბადა რომში, მე-4 საუკუნის ბოლოს, თუმცა ახალგაზრდობაში ყაჩაღებმა მოიტაცეს და ირლანდიაში მონად გაყიდეს. მან ბრიტანეთში გაქცევა მოახერხა, ბერად აღიკვეცა და სასულიერო საქმიანობა დაიწყო. ცოტა ხანში კი ისევ ირლანდიაში დაბრუნდა და ქრისტიანობის გავრცელებას შეუდგა, რის გამოც ირლანდიელებმა წმინდანად შერაცხეს.
თუ საშუალება გაქვს, წმინდა პატრიკის დღესასწაულის აღსანიშნავად რა თქმა უნდა ირლანდიაში გამგზავრებას გირჩევთ. იქ უპირატესობა აუცილებლად ძველ, ტრადიციულ პაბს მიანიჭე, სადაც საუკუნეების განმავლობაში არაფერი შეუცვლიათ და პირის გასველება მხიარულ ადგილობრივებთან ერთად შეგიძლია.
ნებისმიერ შემთხვევაში, დღესასწაულს სადაც არ უნდა შეხვდე, გახსოვდეს: წმინდა პატრიკის დღეს აუცილებლად ტრადიციული ირლანდიური ვისკი უნდა მიირთვა, ისეთი, როგორიცაა Tullamore D.E.W.-ი ან მის ბაზაზე დამზადებული კოქტეილები. თანაც არ დაგავიწყდეს უძველესი ირლანდიური ტრადიცია: ჭიქაში სამყურა მოათავსე და როდესაც ვისკის ბოლომდე მიირთმევ, სამყურა მარცხენა მხარს უკან გადააფურთხე — ეს მეთოდი ირლანდიელებს საუკუნეეების განმავლობაში აქვთ აპრობირებული იღბლის მოსატანად :)
გაეცანი Tullamore D.E.W.-ის ბაზაზე დამზადებული კოქტეილებსის მარტივ რეცეპტებს. მათი მეშვეობით წმინდა პატრიკის დღეს სახლის პრობებეშიც მხიარულად გაატარებ! მანამდე კი 2 სიტყვით Tullamore D.E.W.-ის შესახებ: ის ირლანდიური ვისკია, რომელიც ღრმა, რბილი გემოთი გამოირჩევა. მისი გამოხდა სამმაგი დისტილაციის გზით ხდება და 3 ტიპის ხისგან დამზადებულ კასრებში აძველებენ — ტრადიციულ მუხის კასრში და ბურბონის და ხერესის კასრებში. განსხვავებული გემო 3-ტიპის ვისკის შერევითაა მიღებული: ალაო ვისკის, მარცვლეულის ვისკის და ალაოს და ქერის ვისკის სახეობების ნაზავის მიქსის შედეგად.
DEW Sour-ი
ინგრედიენტები:
50 მლ ვისკი Tullamore D.E.W. Original-ი
30 მლ ლიმონის წვენი
15 მლ შაქრის სიროფი
1 ცალი მწყერის კვერცხის ცილა
DEW Sour-ი კლასიკურ კოქტეილებს მიეკუთვნება. ადრე მას მხოლოდ ლიმონის წვენის, შაქრის სიროფის და რომელიმე ძლიერი ალკოჰოლური სასმელის შერევის შედეგად ამზადებდნენ. DEW Sour-ი მოდიდან არასოდეს გადადის.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი შეიკერში უნდა მოათავსო და კარგად ათქვიფო, საბოლოოდ კი ჭიქაში გადატანისას ყინული დაამატო და ჭიქა ფორთოხლის ან ლიმონის ნაჭრით გააფორმო.
Apple D.E.W.-ი
ინგრედიენტები:
50 მლ ვისკი Tullamore D.E.W. Original-ი
100 მლ დაპრესილი ვაშლის წვენი ან ვაშლის ფრეში
Apple D.E.W.-ს გამაგრილებელი ეფექტი აქვს, რაც Tullamore D.E.W.-ის ციტრუსის ნოტების და ვაშლის არომატის დამსახურებაა. თუ გსურს, კოქტეილს უფრო ინტენსიური გემო ჰქონდეს, 1 წვეთი ბიტერი Angostura ჩაასხი. მისართმევ ჭიქაში გადატანისას ყინულიც დაამატე, ჭიქა კი ლიმონის ნაჭრით გააფორმე.
DEW Hard Shandy
ინგრედიენტები:
50 მლ ვისკი Tullamore D.E.W. Original-ი
10 მლ ლიმონათი
250 მლ ხორბლის ლუდი
ვისკის და ლუდის უნიკალური ნაზავის ტრადიცია სწორედ ირლანდიის პაბებში დამკვიდრდა, მისი ნათელი წარმომადგენელი კი კოქტეილი DEW Hard Shandy-ა.
ლუდის კათხაში ლუდი, Tullamore D.E.W.-ი და ლიმონათი მოათავსე. ჭიქის გასაფორმებლად კი ლიმონის ნაჭერი გამოიყენე.
DEW Barmbrack Sour-ი
ინგრედიენტები:
50 მლ Tullamore D.E.W. Original-ი
1 ჩაის კოვზი გარგრის ჯემი
20 მლ ლიმონის ფრეში
20 მლ ბიტერი Angostura
15 მლ კვერცხის ცილა
1 ბწკარი დარიჩინი
დანაყული მუსკატის კაკალი და ამერიკული თხილი (pecan-ი)
შეიკერში ჩაასხი Tullamore D.E.W.-ი, გარგრის ჯემი, ლიმონის ფრეში, კვერცხის ცილა და ბიტერი Angostura. ჩაყარე დარიჩინი, მიღებული ნაზავი კარგად შეანჯღრიე, დაამატე ყონული და კიდევ ერთხელ შეანჯღრიე. მაღალფეხიანი, განიერი ჭიქა წინასწარ გააცივე და სასმელი ისე გადაიტანე, გასაფორმებლად კი დანაყული მუსკატის კაკალი და ამერიკული თხილი მოაყარე.
1829
ინგრედიენტები:
35 მლ Tullamore D.E.W. Original-ი
30 მლ ახლადგაწურული ფორთოხლის წვენი
20 მლ ტკბილი ვერმუტი
25 მლ ალუბლის ლიქიორი
1 ცალი კოქტეილის ალუბალი
კოქტეილი 1829 Tullamore D.E.W.-ის დამაარსებელს — დანიელ ი. უილიამსს ეძღვნება, რომელმაც სწორედ ამ წელს, ქალაქ ტალამორში ვისკის წარმოება დაიწყო.
ინგრედიენტები შეიკერში მოათავსე და საწურის მეშვეობით 2-ჯერ გადაწურე. მიღებული ნაზავი მაღალფეხიან, განიერ ჭიქაში გადაიტანე, გაფორმებისთვის კოქტეილის ალუბალი გამოიყენე და თამამად შესვი წმინდა აპტრიკის და ირლანდიის სადღეგრძელო!
თემები: Tullamore D.E.W., St.Patrick's Day, წმინდა პატრიკის დღე, ირლანდიური ვისკი, ირლანდიური ტრადიცია