LIFE

ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც არასწორად გვესმის

ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც არასწორად გვესმის

ისტორიამ მრავლად შემოგვინახა ისეთი ცნობილი გამონათქვამები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში გვადგება, გვასწავლის და გვეხმარება. 

ხშირად ასეთ ფრაზებს საჭირო დროს ისე ვიყენებთ, რომ მათი წარმოშობის და ავტორის ვინაობის შესახებ არაფერი ვიცით. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ცნობილი გამონათქვამების კონტექსტიდან ამოგლეჯა, მათი გადაკეთება ადამიანებს კარგად გამოგვდის. 

TREND.-მა თავი მოუყარა მსოფლიოში ცხობილ რამდენიმე ფრაზას, რომლებიც ადამიანებმა კონტექსტიდან ამოვგლიჯეთ, ჩვენი წილი სიბრძნე დავამატეთ და სახალისო შედეგები მივიღეთ:

1. ანტიკური საბერძნეთის პოლიტიკოსი და პოეტი - ხილონი

ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც არასწორად გვესმის

"მკვდარზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი" - ეს ცნობილი ფრაზა ანტიკური საბერძნეთის პოლიტიკოსსა და პოეტს ხილონს ეკუთვნის. თუმცა, ამ ფრაზის განსხვავებული ვერსიაც არსებობს: "მკვდარზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი - ყველაფერი სიმართლის გარდა". 

2. ანტიკური რომის მწერალი და განმანათლებელი - პლინიუს უფროსი 

ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც არასწორად გვესმის

"ჭეშმარიტება ღვინოშია" - ფრაზა, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ქართველ მამაკაცებს ანტიკური რომის მწერალსა და განმანათლებელს, პლინიუს უფროსს ეკუთვნის. ფრაზა, რომელიც ქმრებისთვის კონტრარგუმენტად ქართველ ცოლებს ძალიან მოეწონებათ, შემდეგნაირად ჟღერს: "ჭეშმარიტება ღვინოშია, ჯანმრთელობა წყალში". 

3. იეზუიტთა ორდენის ფუძემდებელი - ეგნატიუს ლოიოლა 

ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც არასწორად გვესმის

"მიზანი ამართლებს საშუალებას" - გეგულებათ ერთი ადამიანი მაინც, ვისთვისაც ეს ფრაზა უცნობია? თითქმის ყველა ჩვენგანს იგი ერთხელ მაინც გამოუყენებია, თუმცა ცოტამ იცის, თუ ვინ არის მისი ავტორი. "მიზანი ამართლებს საშუალებას" ცნობილი ფრაზის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერსიაა. სინამდვილეში, ლოიოლამ იგი ამ სახით დაგვიტოვა: "მიზანი ამართლებს საშუალებას მაშინ, როცა მიზანი სულის ხსნაა". 

4. ანტიკური საბერძნეთის გამოჩენილი ექიმი - ჰიპოკრატე

ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც არასწორად გვესმის

"ცხოვრება ხანმოკლეა, ხელოვნება მარადიული" - ეს ცნობილი გამონათქვამი ასევე ძალიან ცნობილ ქიმიკოსს და ექიმს, ჰიპოკრატეს ეკუთვნის, რომელმაც დროთა განმავლობაში ფორმა იცვალა და ამ ფორმითაც მოაღწია ჩვენამდე: "ცხოვრება ხანმოკლეა, ხელოვნება ხანგრძლივი, იღბლიანი მომენტი წამიერი, გამოცდილება მატყუარა, ხოლო განსჯა რთული!"

5. ანტიკური რომის პოლიტიკური მოღვაწე - ციცერონი 

ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც არასწორად გვესმის

"გამონაკლისები ქმნიან კანონებსა და წესებს" - ციცერონის ერთ-ერთ ცნობილ ფრაზას ხშირად ამ ფორმით გვთავაზობენ და ხშირად ჩვენც სწორედ ამ ფორმით ვიყენებთ. თუმცა, რეალურად, ციცერონის ცნობილი ფრაზა ასე გამოიყურება: "გამონაკლისთა არსებობა ამტკიცებს კანონებისა და წესების არსებობას, რომლებისგანაც აიღეს გამონაკლისები". 



Trend.ge