ლამაზი ადამიანები სასიყვარულო ურთიერთობებში წარუმატებლები არიან - ფსიქოლოგების დასკვნა
- 18.03.2017
კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ვიზუალურად მომხიბვლელები, სექსუალურები და შესაბამისად, მიმზიდველები არიან, წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობებით გამოირჩევიან. ისინი ურთიერთობას დიდხანს ვერ ინარჩუნებენ და სწრაფად შორდებიან.
მკვლევარებმა დიდი ხანია დაადასტურეს ის, თუ რა გავლენა აქვს გარეგნულ მხარეს ადამიანის ცხოვრებაზე. ლამაზი ადამიანები გარდა იმისა, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან, ისინი თურმე სხვებთან შედარებით უფრო მეტ ფულსაც გამოიმუშავებენ.
ყველაფერი სხვაგვარადაა სასიყვარულო ურთიერთობებში.
ფსიქოლოგმა კრისტინ მა კელამსმა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გარეგნობა ადამიანის პირად ურთიერთობებზე. აღნიშნული საკითხის შესასწავლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნა და კვლევა რამდენიმე მიმართულებით ჩატარდა.
როგორც გაირკვა, სილამაზესა და განშორებას შორის დიდი კავშირია. მკვლევარებმა ერთ ექსპერიმენტში ორი ქალის ფოტო მამაკაცებს მათი მომხიბვლელობის მიხედვით შეაფასებინეს. აღმოჩნდა, რომ ქალი, რომელიც მამაკაცებმა უფრო მიმზიდველად მიიჩნიეს, იყო განქორწინებული, ხოლო ქალი, რომელიც ნაკლებად მომხიბვლელად ჩათვალეს, ქორწინებაში მყოფი გახლდათ.
მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს ცნობილი ქალბატონების მაგალითზეც. მამაკაცებმა უფრო მომხიბვლელებად განქორწინებული ქალბატონები მიიჩნიეს.
მკვლევარების დასკვნით, ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მიმზიდველები არიან და იმყოფებიან ქორწინებაში, სხვა პარტნიორებს აღარ ეძებენ, ხოლო მომხიბვლელ ქალბატონებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ, აქვთ არჩევანის საშუალება და უმეტეს შემთხვევაში, ისინი ცდილობენ ახალი, ალტერნატიული პარტნიორის პოვნას.
მკვლევარებმა ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილე ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს საპირისპირო სქესის ფოტოების შეფასება სთხოვეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებიდან ისინი, რომლებიც ლამაზი გარეგნობით გამოირჩეოდნენ, უფრო მეტ ინტერესს იჩენდნენ საპირისპირო სქესის მათთვის უცნობი ადამიანებისადმი.
საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ ლამაზი ადამიანები უფრო ხშირად შორდებიან ერთმანეთს, ისინი ბევრს არ ფიქრობენ ურთიერთობის გადარჩენაზე და არაფერს აკეთებენ ამისთვის.
„გარეგნობა ადამიანს აძლევს შანსს, რომ ჰყავდეს ბევრი თაყვანისმცემელი, ბევრი ალტერნატივა. ამიტომ, ურთიერთობის დანგრევა დიდად არ ადარდებთ“, - ამბობს მკვლევარი მა კელანსი.
თემები: ოჯახი, წყვილი, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://broadly.vice.com">https://broadly.vice.com</a>