SEX

5 რამ, რაც სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ

5 რამ, რაც სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ

ჰიგიენას ადამიანის ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა სექსის შემდეგ“, - ამბობს შერი როსი, ქალთა ჯანმრთელობის ექსპერტი სანტა მონიკადან. სექსმა შეიძლება უამრავ ბაქტერიას მოუყაროს თავი თქვენს საშოში - ამბობს შერი.

გთავაზობთ ვაგინის ჰიგიენის ხუთ მარტივ წესს, რომელიც სექსის შემდეგ რუტინად უნდა აქციოთ:

1. სექსის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ვაგინა თბილი წყლით, სასურველია თუ არასურნელოვან საპონს გამოიყენებთ - თუ ასე არ მოიქცევით, თქვენს საშიში ბაქტერიები დაგროვდება და შეიძლება ინფექცია განვითარდეს. სპეციალისტები არ უწევენ რეკომენდაციას ვაგინის სურნელოვანი საპნით დაბანას. დაიბანეთ ჩვეულებრივი საპნითა და თბილი წყლით. მხოლოდ თბილი წყლით დაბანაც შეგიძლიათ.

5 რამ, რაც სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ

2. თუ დრო გაქვთ, ჩაწექით აბაზანაში და გაიჟღინთეთ თბილი წყლით - თბილი წყალი თქვენს კანს და მათ შორი, ვაგინის გარშემო მიდამოებს დაატენიანებს. სექსის დროს ადამიანი დიდ ენერგიას ხარჯავს, ჩნდება ოფლის წვეთები, რაც კანის გამოშრობას იწვევს. თბილი აბაზანა აგარიდებთ ვაგინალურ შეშუპებასა და გაღიზიანებას.

5 რამ, რაც სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ

3. სექსის შემდეგ დალიეთ ცოტაოდენი წყალი - ინდიანას ჯანმრთელობის უნივერისიტეტის პროსეფორი ნიკოლ სკოლტი ამბობს, რომ სექსის შემდეგ ორგანიზმს წყალი აუცილებლად სჭირდება. ეს ერთგვარად ენერგიის აღმდგენ ფუნქციას ასრულებს.

5 რამ, რაც სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ

4. მიირთვით პრობიოტიკებით (ცოცხალი ბაქტერიები და სოკოები) მდიდარი საკვები - მაგალითად, ასეთია იოგურტი. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს და როგორც ამბობენ, სასარგებლო ბაქტერიოებს, რომლებიც ვაგინისთვის აუცილებელია. ის, რასაც სექსის დროს კარგავთ, აღდგება ამ საკვებით.

5 რამ, რაც სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ

5. აუცილებელია ჩაიცვათ სუფთა საცვალი - სექსის შემდეგ აუცილებლად ჩაიცვით სუფთა საცვალი, რათა რაიმე ინფექცია არ შეგეყაროთ. არ ჩაიცვათ ნეილონის საცვლები და არც მჭიდროდ მოტკეცილი პიჟამები. მათში ბაქტერიები სწრაფად მზარდია.

5 რამ, რაც სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ



<a href="http://www.womenshealthmag.com/">http://www.womenshealthmag.com/</a>