ჰოროსკოპი

როგორი ქორწილი უნდა გადაიხადოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა

როგორი ქორწილი უნდა გადაიხადოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა

ვერძი

თქვენ აუცილებლად ჯვარი უნდა დაიწეროთ, რადგან ვერძს უფრო ძლიერს ხდის ეკლესიური ქორწინება. ცერემონიალი წითელი და ცეცხლოვანი ფერებით გააფორმეთ, კარგი იქნება თუ დღესასწაულს მუზეუმის მსგავს დარბაზში მოაწყობთ.

კურო

საკმაოდ პრაქტიკული ადამიანი ხართ, ამიტომ მიყევით ინტუიციას და მოაწყეთ საქორწინო ღონისძიება სასტუმროში. ინტერიერის გაფორმებაზე იზრუნეთ თავად, არავის დაუთმოთ.

ტყუპები

დიჯეი, ბევრი ცეკვა და ყველა კუთხეში ფოტო-ჯიხურები რომ სტუმრებმა ისიამოვნონ. სწორედ ასეთ ქორწილში იგრძნობენ ტყუპები თავს ბედნიერად.

კირჩხიბი

სენტიმენტალურ და ძველმოდურ კირჩხიბს ქორწილი ყველაზე მეტად ახლობლების გარემოცვაში, ეკლესიაში მოეწონება. ირგვლივ მშობლები, პასტელის ფერები და ბევრი ვარდები.

ლომი

მათ ყველაფერი ბრწყინვალე უყვართ, უნიკალური, გლამურული და ძვირფასი. თუმცა ინტრავენტი ლომები, ამავე დროს აქცენტს ვინტაჟზეც აკეთებენ.

ქალწული

მაქსიმალისტია და მისი ქორწილი აუცილებლად ღირსეული იქნება. საუკეთესო ადგილი ღია ცის ქვეშ ბუნებაშია, მაგრამ სატანადო დეკორით გაფორმებული, სტუმრები რას თქმა უნდა ბალახებზე არ უნდა ისხდნენ.

როგორი ქორწილი უნდა გადაიხადოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა

სასწორი

როგორც რომანებში და გლამურულ ფილმებშია, სასწორს აბედნიერებს ზღვისპირად ქორწილი. ირგვლივ პასტელის ფერები, სანთლები და ღამის განათება.

მორიელი

მორიელისთვის ქორწილი მცირე დრამებს უნდა შეიცავდეს, ისე ვერ გაძლებს, ამისათვის კი დღის ბოლომდე რამეს ხელოვნურად მოაწყობს, მინიმუმ გული წაუვა. გარშემო კი მხოლოდ სიმდიდრე, ტროპიკული ყვავილები და ბევრი ღვინო იქნება.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი საკუთარ ქორწილსაც კი გადაფარავს თავისი უცნაური საქციელით, შეიძლება მოულოდნელად ქორწილის დღეს სამოგზაუროდ გაიპაროს, ხოლო თუ დარჩა, ქორწილში ყველაფერს ბოჰემური ელფერი ექნება.

თხის რქა

უყვარს ყველაფერი ელეგანტური, ცერემონიალური აუცილებლად ზამთარში უნდა გაიმართოს, თავად კონკიას სტილის საქორწინო კაბაში და დარცხვენილი ფორმალობებიოს გადამკიდე.

მერწყული

თავისუფალი სულის მატარებელ მერწულს ქორწილში მოსწონს მდიდრული ყვავილები, ეგზოტიკური საკვები და უცხო ადგილი, სადაც მანამდე მის არცერთ მეგობარს ქორწილი არ გადაუხდია.

თევზები

მათი ქორწილი ჯადოსნური იქნება. აუცილებლად უჩვეულოდ გაფორმებული, „ჰარი პოტერის“, „ზაფხულის ღამის სიზმარის“ ან რომელიმე ლამაზი ფილმის მსგავსად.