გაერთიანებული ერების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის მიხედვით, 155 ქვეყანას შორის საქართველო 125-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხებათ ნორვეგიელებს, მათ აღარ აქვთ მიზეზი ღიმილისთვის, უფრო სწორად კი არ სჭირდებათ მეტი ღიმილი, რადგან, ნორვეგია ბედნიერების ინდექსით ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.
ანგარიშის ავტორების განმარტებით, მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში ბედნიერების აღქმას სუბიეტურად ზომავს და აღნიშნავენ, რომ ქვეყნების ბედნიერების მაჩვენებელს როგორც ეკონომიკური, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც განსაზღვრავენ. ასევე არ უარყოფენ, რომ სოციალური ფაქტორი ამა თუ იმ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედნიერებაში ფასდაუდებელი წვლილის შემტანია.
ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის, ანგარიშის მიხედვით, დანია, ისლანდია, შვეიცარია და ფინეთი მოხვდნენ. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის მოხვდნენ არის, რუანდა, სირია, ტანზანია, ბურუნდი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რომელმაც სიის სულ ბოლო, 155-ე ადგილი დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ ნორდიკული ქვეყნები, მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშში თითქმის სულ მოწინავე ადგილებს იკავებენ, ანგარიშის ავტორების განმარტებით, ამას, გარდა ეკონომიკური მდგომარეობისა, კარგი სოციალური ფონდები და მათ მიმართ ნდობაც განაპირობებს.
ანგარიშის ავტორები იმის მაგალითად, რომ გარდა მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლისა, მნიშვნელოვანია ქვეყნებში არსებული სხვადასხვა მდგომარეობაც, მოცემულ პერიოდში ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მზარდი ეკონომიკური მაჩვენებელი მოჰყავთ. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნების ბედნიერების ინდექსი, როგორც აღმოჩნდა, იკლებს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები სიაში მე-14 ადგილს იკავებს. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, იგი სიაში მეცხრამეტეა.
გაერთიანებული ერების სააგენტოს მიერ მსგავსი ანგარიში, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბედნიერების ინდექსი გაზრდილია. 2013 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო 134-ე ადგილს იკავებდა.
გაერთიანებული ერების სააგენტომ აღნიშნული ანგარიში, გუშინ, 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
თემები: ბედნიერება, ქვეყნები, ბედნიერების ინდექსი, ბედნიერების საერთაშორისო დღე
nytimes.com