თმის როგორი ფერებია 2017 წელს მოდური - ჰოლივუდის ვარსკვლავების სტილისტების რჩევები
- 24.03.2017

ტანსაცმლის მოდასთან ერთად იცვლება ვარცხნილობისა და თმის ფერის მოდა. 2017 წელს დიზაინერებმა ქალბატონებს სადა და ძლიერი ქალის იმიჯი მოარგეს, სტილისტები კი თმისთვის იმიჯის შესაბამის ფერებს გვირჩევენ.
ჰოლივუდელი სტილისტები ამბობენ, რომ თმა არ უნდა გადავტვირთოთ სხვადასხვა ფერებით და უპირატესობა სადა „ლუქებს“ მივანიჭოთ.
გთავაზობთ 2017 წლის 10 ყველაზე ტრენდულ ფერს:
1. მონაცრისფრო თმა - ისეთი, როგორიც სუპერმოდელ ბელა ჰადიდს აქვს. ჰოლივუდის ვარსკვლავების სტილისტი კრისტინ ტომპსონი ამბობს, რომ მუქი ნაცრისფერი წელს საოცრად ტრენდულია. მისივე თქმით, ეს ფერი უხდება ყველას, ვისაც აქვს ღია ფერის კანი.

2. ნარინჯისფერი - ტომპსონის თქმით, ის უხდებათ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მწვანე, ან ცისფერი თვალები. და თეთრი კანი.

3. ყავისფერი - ეს ფერი შავგვრემანი გოგონებისთვისაა. ამბობს სელებრითების სტილისტი ტრეისი ქანინგჰემი. ასეთი ფერის თმა ადამიანს მიმზიდველს ხდის. მის სახეს კი თბილ გამომეტყველებას აძლევს.

4. კანისფერი, როგორიც აქვს სუპერმოდელ კარა დელევინს - ეს ფერი საოცრად ბუნებრივია თეთრი კანისთვის. ბუნებრივი ქერები როგორც წესი, ასეთი ფერის თმით იბადებიან. თუ შავგვრემანი ხართ, ეს ფერი თქვენთვის არაა.

5. თხილისფერი - ასეთი ფერის თმა აქვს რიტა ორას. ის ოქროსფერში გადადის. ხორბლისფერი კანისთვის ის საოცრად ბუნებრივია. ქალბატონები, რომლებსაც თხილისფერი თმა აქვთ, სითბოს აფრქვევენ.

6. წაბლისფერი თმა - ესეც შავგვრემანი ქალბატონებისთვისაა. შეხედეთ ნატალი პორტმანს. ლორეალის სტილისტი ნენსი ბრაუნი ამბობს, რომ ეს ფერი თქვენს თვალებს უფრო კაშკაშას და მეტყველს აჩენს.

7. ოქროსფერი თმა, როგორიც ემი ადამსს აქვს - თუ ღია ფერის კანი გაქვთ, მაშინ არჩევანი აუცილებლად ამ ფერზე უნდა შეაჩეროთ.

8. თეთრი ოქროსფერი - შეხედეთ კოკო როშას. ის ამ თმის ფერიში შესანიშნავად გამოიყურება. სტილისტი კაროლინა ორტეგა ამბობს, რომ ის მკაცრ გამომეტყველებას ჰმატებს ქალს და ძლიერის იმიჯს უქმნის, რაც წელს ასე მოდურია.

9. შოკოლადისფერი - ისეთი, როგორიც აქვს სელენა გომესს. ის არის გლამურული და დახვეწილი ფერი, რომელზე არჩევანსაც სულ უფრო და უფრო მეტი ქალი აკეთებს.

10. მუქი შავი თმა - სტილისტები ამბობენ, რომ როცა თეთრი კანის მქონე ქალს აქვს შავი თმა, ის საოცრად სექსუალურია. შეგიძლიათ, ეს ფერი მუქი კანის მქონე ქალბატონებმაც შეარჩიოთ, თუმცა ის უფრო მეტად ღია კანის ფერის მქონე ქალბატონებს უხდებათ.

თემები: თმა, სტილი, მოდა, რჩევები, 2017
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია