სტილი

შეარჩიე სათვალე, რომელიც ყველა სეზონზე გამოგადგება

შეარჩიე სათვალე, რომელიც ყველა სეზონზე გამოგადგება

თუ ამ კითხვაზე არ გაქვს პასუხი, კითხვა განაგრძე, რადგან შეიძლება სწორედ აქ იპოვო პასუხი, თუ როგორი ფორმისა და ფერის სათვალე გჭირდება. რაც შეეხება ხარისხს, ის ერთმნიშვნელოვნად კარგი უნდა იყოს. რადგან უხარისხო მინა თვალებს ვნებს.

სათვალის შერჩევისას უნდა გაითვალისწინო კანის ფერი:

შეარჩიე სათვალე, რომელიც ყველა სეზონზე გამოგადგება

თუ ღია ფერის კანი გაქვს, შეგიძლია ყავისფერი, ოქროსფერი, ბრინჯაოსფერი ან თაფლისფერი სათვალე მოიხდინო;

თუ მუქი ფერის კანი გაქვს, არჩევანი არც ამ შემთხვევისთვისაა ცოტა - ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი და შავი სათვალე სცადე.

ძალიან მნიშვნელოვანია სათვალე უხდებოდეს შენი სახის ფორმას:

შეარჩიე სათვალე, რომელიც ყველა სეზონზე გამოგადგება

თუ მრგვალი სახე გაქვს, ოთხკუთხედი ფორმის სათვალე გაიკეთე;

თუ მოგრძო სახე გაქვს, ოვალური ფორმის სათვალე მოგიხდება.

აუცილებელია სახის ფერი, ფორმა და სათვალის ფორმა ერთმანეთს შეეფერებოდეს.

პატარა სახეს დიდი ზომის სათვალე არ მოუხდება. საუკეთესო იქნება ოვალური ან ოთხკუთხედი ფორმის შედარებით მცირე ზომის სათვალე.

თუ სათვალის ყიდვას გადაწყვეტ, გირჩევ ახალი და განსხვავებული სტილი მოიხდინო, მით უფრო, რომ არჩევანი მრავალფეროვანია და სათვალის შეცვლა ძნელი არ არის. ფერის შეცვლა კი ყველაზე იოლი გამოსავალია.

შეარჩიე სათვალე, რომელიც ყველა სეზონზე გამოგადგება

მაღაზიებში ხშირად გთავაზობენ კონსულტანტები დახმარებას. შესაძლოა, ბევრ მოდელზე გითხრან, რომ გიხდება და შენი სტილია. ამის მიუხედავად, ყიდვამდე კარგად დარწმუნდი, რომ სათვალე კარგად მოგერგო, ფერიც გიხდება და ფორმაც, ზომაც შესაბამისია და სამომავლოდ დისკომფორტი არ შეგექმნება.

შეარჩიე სათვალე, რომელიც ყველა სეზონზე გამოგადგება

სათვალე თითქმის მთელი წლის განმავლობაში დაგჭირდება. საქართველოში არც ისე ბევრი დღეა, როცა მზე არ ანათებს. ამიტომაც გაითვალისწინე ყველა დეტალი და მოირგე ყველა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური აქსესუარი.

შეარჩიე სათვალე, რომელიც ყველა სეზონზე გამოგადგება