LIFE

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

ბებიების რჩევები ყოველთვის განსაკუთრებულად ადგებათ შვილიშვილებს. ზოგჯერ შეიძლება მათ რჩევებს ყურადღებას არ ვაქცევდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ვრწმუნდებით, რომ გამოცდილება, რომელიც გაგვიზიარეს და რჩევა, რომელიც მოგვცეს, საუკეთესოა ცხოვრებაში.

გთავაზობთ 11 ქალის ნაამბობს ბებიების შესახებ. ისინი საზოგადოებას უზიარებენ იმ რჩევებს, რომლებიც ბებიებისგან მიიღეს:

1. ისიამოვნე ცხოვრებით - ბებიამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას დაუთმო. ახლა ის მოხუცია და დრო თავის მზიან ოთახში ატარებს, უყურებს ჩიტებს და იხსენებს მოგზაურობიდან მომენტებს.

 „ადამიანი უნდა დატკბეს ცხოვრებით, ისარგებლოთ იმით, რასაც ცხოვრება სთავაზობს როცა ახალგაზრდაა. იცხოვრე, სანამ შეგიძლია“, - მითხრა მან ერთხელ.

 ეს რჩევა ჩემთვის ინსპირაციის წყარო გახდა. შემიძლია, უბრალოდ ვისიამოვნო ცხოვრებით“, - ლიზა ბიგლოუ.

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

2. შენ ულამაზესი ხარ - ბავშვობაში, როცა ვფიქრობდი, რომ უშნო ვიყავი, ბებიამ მითხრა - „შენ ულამაზესი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის. ჩაიხედე სარკეში და თქვი - „მე ლამაზი ვარ“, გაიმეორე ეს წინადადება მანამდე, სანამ არ დაიჯერებ ამას. ეს მართლაც „მუშაობს“. მე თვითშეფასების ხარისხი ამიმაღლდა“, - ჯენიფერ გიბსი. 

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

3. ისწავლე კარგი მანერები - ბებიაჩემი თავგამოდებული დამცველი იყო ეტიკეტის. მან მე და ჩემს დას მოგვცა წიგნი - „სუფრასთან მოქცევის წესები მოზარდებისთვის“ და გვითხრა, რომ მკაცრად ყველა წესი, რომელიც წიგნში ეწერა. ცხოვრებაში მე დავრწმუნდი, რომ ეტიკეტის დაცვას, მანერებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ გსურთ შთაბეჭდილება მოახდინოთ სხვებზე“, - ელის ოგლეთორფი. 

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

4. ქალები ყოველთვის უნდა იდგნენ ერთმანეთის გვერდით -„ბებიაჩემს ყოველთვის ჰქონდა დრო იმისთვის, რომ შეეხსენებინა ჩემთვის, რომ ვარ განსაკუთრებული, ჭკვიანი და არასოდეს არ უნდა გავჩერდე. ის არასოდეს მეუბნებოდა, რომ უნდა დავქორწინდე, როგორც სხვა ბებიები იქცევიან. „არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოვდივარ, რა გამოცდილება გაქვს, შენ ყოველთვის უნდა დაეხმარო ქალებს და ხელი შეუწყო მათ განვითარებას“, - მეუბნებოდა ის“, - ლინდსი თაიგარი. 

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

5. გააკეთე ის, რაც ბედნიერებას მოგიტანს - „საუკეთესო რჩევა, რომელიც ჩემი ბებიისგან მიმიღია არის მისი სიტყვები - „საყვარელო, ყოველთვის გააკეთე ის,რაც ბედნიერებას მოგანიჭებს. როცა ვფიქრობ რაიმის გაკეთებაზე, ის ყოველთვის მეკითხება - „გაგხდის ამის კეთება ბედნიერს? - ეს კითხვა და ეს რჩევა ჩემი ცხოვრების გასაღები გახდა. ის ძალიან მეხმარება გადაწყვეტილებების მიღებისას. მისი საშუალებით მე პროფესიაც შევიცვალე და საოცრად მადლობელი ვარ ჩემი ძვირფასი ბებიის“, - კეტრინ ლავ სენი.

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

6. იზრუნეთ თქვენს კანზე - „საუკეთესო რჩევა, რაც ბებიაჩემს ჩემთვის მოუცია არის ფრაზა - „თავი აარიდე მზეს და გამოიყენე დამცავი კრემი“. ამით თავიდან აირიდებთ ნაოჭების ნაადრევ წარმოშობას“, - ფეინ ლი ფრი

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

7. გჯეროდეს საკუთარი თავის - „საუკეთესო რჩევა, რომელიც ბებიისგან მიმიღია არის ის, რომ არ მივცე არავის ჩემზე ზეგავლენის მოხდენის უფლება. ის ყოველთვის ამბობდა, რომ სხვებმა არასოდეს იციან ისე კარგად რა გჭირდება და როგორ უნდა მოიქცე, როგორ შენ“, - დაილიშა ევა როდრიგესი

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

8. ყოველთვის იფიქრე პოზიტიურად -„ჩემი დიდი ბებია ამბობდა, რომ არავის უნდა უყვირო და დაელაპარაკო მკაცრად. ეს შენს კარმას აბინძურებს, ხოლო როცა პოზიტიურად ფიქრობ და აზროვნებ, ეს დადებითად ასისახება თქვენს ცხოვრებაზე“, - ანდრეა პიკოტი. 

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

9. გამოიყენეთ ალოე და იყავით მუდამ ახალგაზრდა - „ბებიაჩემი 92 წლისაა, მაგრამ 70 წლისას ჰგავს. მისი ახალგაზრდობის საიდუმლო კი ალოეა. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ბებია ალოესგან აკეთებდა ახალგაზრდობის ელექსირს, რომელსაც მე დღემდე ვიყენებ“, - ნატაშა მაკდონალდო. 

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

10. დაიცავი ზომიერება - ბებიაჩემს ყველაფერში ზომიერების დაცვა უყვარდა. როდესაც ეკითხებოდნენ რა იყო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო, ამბობდა - არ ვეწეოდი, არ ვსვამდი და მქონდა სექსი. მან 102 წელი იცოცხლა - ელიზაბეტ ტრეტერი. 

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები

11. გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი - ბებიაჩემს ძალიან უყვარდა ზეითუნის ზეთი. ბებია მას იყენებდა გამომშრალი კანის სამკურნალოდ“, - ჯენის პეტიტ დე მენჯი.

11 რჩევა ბებიებისგან - როგორ უნდა წარმართოთ ცხოვრება სწორად და იყოთ ბედნიერები



<a href="http://www.rodalesorganiclife.com/">http://www.rodalesorganiclife.com/</a>