2017 წლის სილამაზის ტენდენციები - როგორი მაკიაჟი და ვარცხნილობაა ყველაზე მოდური
- 03.04.2017
2017 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ნათელი და მხიარული ფერებია მოდაში - მაკიაჟიც და ვარცხნილობაც შესაბამისი.
როგორც მოდის ბლოგერები და მაკიაჟის პროფესიონალები გვირჩევენ, წელს მოდური იქნება მაკიაჟი ბრჭყვიალა ეფექტით, გრძელი თმა და რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი ტონის თმის ფერი. ეს არის ქერასა და ნარინჯისფერის კომბინაცია, რომლითაც თმის ფერის სპეციალისტებმა უჩვეულო და ლამაზი ფერი მიიღეს.
მაშ ასე, გთავაზობთ 2017 წლის ტენდენციებს:
1. გრძელი თმა
2. ბრჭყვიალა ტუჩები
3. ლაინერი ქვედა ქუთუთოს ქვეშ
4. ბუნდოვანი ტუჩები, ამ ეფექტს ე.წ. გლუვი
ტუჩსაცხი ქმნის
5. პრიალა სახე, სველი ეფექტით
6. ტალღოვანი თმა
7. სქელი და მოვლილი წარბი, სუპერმოდელ კარა დელევინის მსგავსი
8. ბრჭყვიალა საცხი თვალის გარშემო
9. კანისფერი მაკიაჟი
10. ქერასა და ნარინჯისფერის კომბინაციის თმის ფერი
თემები: მაკიაჟი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია