ჯანმრთელობა

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

წონაში დაკლება ძალიან რთული პროცესია. ის დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს. თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ თუ რამდენიმე ჩვევას შევიცვლით, შევძლებთ კილოგრამების მოშორებას ძალისხმევის გარეშე.

1. ისუნთქეთ ღრმად - ღრმად სუნთქვა ამცირებს კორტიზოლის დონეს. ეს არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს წონას და სტრესთან გამკლავებას გიმარტივებთ. გარდა ამისა, ორგანიზმში იზრდება ჯანგბადის დონე. შედეგად, ჩქარდება მეტაბოლიზმი.

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

2. მიირთვით უფრო მეტი ბოსტნეული საუზმობისას - საუზმეზეა დამოკიდებული დღის ენერგიის 25 %. საუზმე უმნიშვნელოვანესია ადამიანის ორგანიზმისთვის, ის განსაზღვრავს თქვენს ინტელექტუალურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ეცადეთ, საუზმის დროს მიირთვათ ჯანსაღი საკვები, ბოსტნეული. გარდა იმისა, რომ ბოსტნეული ვიტამინებით ამდიდრებს თქვენს ორგანიზმს, აგავსებთ ენერგიით, ამასთანავე ის ხელს უწყობს ცხიმების დაწვას.

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

3. დაჯექით მხრებში გამართული - მხრებში გამართული ჯდომა როცა ჭამთ, მუშაობთ, ან უყურებთ ტელევიზორს, საუკეთესო გზაა წონაში ეფექტურად და სრაფად დასაკლებად. იზრდება კორტიზოლის დონე და გამომუშავდება ენერგია.

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

4. მიირთვით ცხარე საკვები - ცხარე საკვები შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც აჩქარებს ცხიმების დაწვას. ცხარე საჭმელი მეტაბოლიზმს 20%-ით ზრდის.

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

5. მიირთვით სარკის წინ - დადასტურებული ფაქტია რომ როცა ადამიანი სარკის წინ ჭამს, ის უფრო ნაკლებ საკვებს იღებს. სცადეთ თავადაც. ეს დაგიცავთ გადაჭარბებით ბევრი საჭმლის მიღებისგან.

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

6. იარეთ კიბეებზე - ლიფტის ნაცვლად გამოიყენეთ კიბეები და ეს ჩვევად აქციეთ. თუ ყოველ დღე მეორე სართულზე ფეხით ახვალთ, წელიწადში ექვს კილოგრამს დაიკლებთ. თუ სართულების რაოდენობას გაზრდით, რა თქმა უნდა, დაკლებული კილოგრამების რაოდენობაც გაიზრდება. რეალურად, ამ მეთოდით დიდი შედეგის მიღწევა შეიძლება.

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

7. ყოველი ჭამის წინ მიიღეთ ორი ჭიქა წყალი - ექსპერტები გვირჩევენ, რომ მივიღოთ ორი ჭიქა წყალი ყოველი ჭამის წინ. ამით თავს ავარიდებთ ბევრი საჭმლის მიღებას. ამ მარტივი ჩვევის წყალობით,თქვენ თავს დანაყრებულად იგრძნობთ მცირე საკვების მიღებითაც. გარდა ამისა, წყალი მეტაბოლიზმის ერთ-ერთი დამაჩქარებელია.

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

8. ისეირნეთ - დადასტურებულია, რომ ფეხით სიარული წონაში დაკლების საუკეთესო საშუალებაა.

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

9. ჭამეთ ნელა - როდესაც ჭამთ ნელა, ტვინს აქვს საკმარისი დრო, მიიღოს სიგნალი - რომ უკვე დანაყრდით. ასეთ დროს თავს არიდებთ გადაჭარბებით ჭამას. შესაბამისად, იღებთ შედარებით მცირე კალორიებს.

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი

10. მიიღეთ ცხელი აბაზანა - ცხელი აბაზანა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხიმების დასაწვავად. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ წონაში დაკლების მიზნით, საათობით დარბიხართ, შეგიძლიათ, ახლავე შეწყვიტოთ, რადგანაც როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზუსტად იგივე ეფექტის მიღწევა შეგიძლიათ რეგულარულად ცხელი აბაზანის მიღებით.

მარტივი ჩვევები წონაში დასაკლებად - ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>