10 სულელური შეცდომა, რომლებსაც ქალები მამაკაცებთან ურთიერთობისას უშვებენ და ცხოვრებას ირთულებენ
- 06.04.2017
შეცდომა 1. სულელური მიჯაჭვულობა
ხშირად ქალები შიშით, რომ მერე სხვას ვერ ნახავენ, მიყვებიან პირველივე შემხვედრს, და ამით უმტკიცებენ საზოგადოებას საკუთარ სრულყოფილებას. მათ, ვისაც თითქოს „არ გაუმართლა“ ქმართან ან სიყვარულში, თავად მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე საკუთარი თავი. ამიტომ აიმაღლეთ თვითშეფასება და არ დაიმციროთ თავი უღირსი კავშირებითა და ქორწინებით.
შეცდომა 2. სულელური შეხვედრები
თავად აირჩიეთ ის, ვის უნდა შეხვდეთ, და არ დაელოდოთ, სანამ თქვენ აგირჩევენ. დაკავდით რაიმე ჰობით, მეგობრებთან შეხვედრებით, და გადაიტანეთ ამ შემთხვევაში გარდაუვალი მარტოობა, სანამ არ გამოჩნდება ის, ვინც თქვენი ღირსი იქნება.
შეცდომა 3. სულელური ერთგულება
რატომ არ ვართ მამაკაცების მიმართ კრიტიკულები, რატომ ვეგუებით და ყველაფერს სიყვარულს ვუწოდებთ? ეს იმიტომ, რომ ვერ მოვიპოვეთ რწმენა საკუთარი თავის მიმართ. ნუ გერევათ გრძნობები, რომლებიც დაკავშირებულია კარგ ურთიერთობებთან, საკუთარ ფანტაზიებთან, დაპირებებთან, სექსთან - სიყვარულში. იხელმძღვანელეთ გონებით, რომ შეაფასოთ საკუთარი მამაკაცი. ნამდვილი სიყვარული კი არ იქნება იქამდე, სანამ არ ისწავლით საკუთარი თავის შეყვარებას.
შეცდომა 4. სულელური ვნება
არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, სექსი არ შეიძლება იყოს თქვენი და მამაკაცთან თქვენი ურთიერთობების ფასეულობის საზომი. ნაჩქარევმა სექსმა შეძლება მიგიყვანოთ იქამდე, რომ უფრო მეტად დაიდანაშაულებთ თავს, მიხვალთ უფრო ძლიერ სასოწარკვეთილამდე და საშინელი სიმარტოვის გრძნობამდე.
შეცდომა 5. სულელური თანაცხოვრება
სტატისტიკის მიხედვით, განქორწინებების სიხშირე იმათ შორის, ვინც ქორწილამდე ერთად ცხოვრობდნენ, საკმაოდ მაღალია მათთან შედარებით, ვინც მალევე დაქორწინდა. ქალი თანხმდება ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას არა იმიტომ, რომ გაიგოს როგორია მამაკაცი სინამდვილეში, არამედ იმიტომ, რომ მოიპოვოს სტაბილურობა ურთიერთობებში, დააკავოს ის. იმისათვის, რომ აიძულოთ მამაკაცი პატივი გცეთ, არასოდეს არ დაწიოთ საკუთარი მოთხოვნილებების თამასა. თუ მას არ შეუძლია ამაღლდეს თქვენთვის საჭირო დონეზე, ჯობია დაშორდეთ.
შეცდომა 6. სულელური მოლოდინი
ხშირად ის თვისებები, რომლებიც ასე გიზიდავენ თქვენს რჩეულში, შემდგომ აუტანელი ხდება. საიდუმლო იმაში იმალება, რომ გაუცნობიერებლად ვეძებთ საყვარელ ადამიანში მამის თვისებებს, გვინდა ახლებურად გადავიტანოთ წარსულის მოვლენები ან თავი დავიცვათ ოდესღაც მოყენებული წყენისგან. რჩეული კი მაინც სხვანაირი აღმოჩნდება. და მაშინ იწყებთ მის შეძულებას. თუმცა სინამდვილეში საკუთარი თავი გძულთ. უპირველეს ყოვლისა ჩაიხედეთ საკუთარ თავში.
შეცდომა 7. სულელური ჩანაფიქრი
არც სიყვარული, არც „ვაიძულებ მომიყვანოს ცოლად“, არც „სხვა არაფერი დამრჩენია“ არ უნდა გახდეს ბავშვის გაჩენის მიზეზი. აი, მხოლოდ რა: თქვენ გაქვთ დაინტერესება, უნარი და საშუალება იმისათვის, რომ მისცეთ ბავშვს ყველაფერი, რაც აუცილებელია: სიყვარული, დაცვა, მატერიალური კეთილდღეობა. კარგად დაფიქრდით, როდის და ვისგან დაფეხმძიმდეთ.
შეცდომა 8. თანხლები სისულელეები
საშინელებაა, როცა ქალი მოქმედებს დედობრივი ინსტინქტის საწინააღმდეგოდ. არის ხოლმე, რომ ქალები ნებას აძლევენ მამაკაცს სცემონ მათი შვილები, გასაზრდელად ბებიებს ატანენ (ოღონდ ქმარი არ გაიქცეს). გახსოვდეთ, რომ შვილები არ გაპატიებენ, თუ არ დაიცავით ისინი. არავის მისცეთ ნება მიაყენონ რაიმე ზიანი თქვენს შვილებს და მსხვერპლად ნუ სწირავთ პატარებს მამაკაცის ბედნიერების გამო.
შეცდომა 9. სულელური უსუსურობა
ცხოვრებაში არსებობს მტკივნეული მომენტები, და ამ ტკივილის გადალახვაა - ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოთ, რომ განავითაროთ ხასიათი. თქვენ, როგორც ნებისმიერ ადამიანს, გაგაჩნიათ პრივილეგია, უფლება და საშუალება იყოთ პიროვნება. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა თავს დაესხათ სხვებს. მაგრამ არ უნდა დარჩეთ მათთან, ვინც თქვენით სარგებლობს.
შეცდომა 10. სულელური ყველაფრის პატიება
ქალები - ყველაზე მომთმენი არსებები არიან ქვეყანაზე. მათ შეუძლიათ მოიგონონ ათასი მიზეზი, ოღონდ არ შეწყვიტონ ურთიერთობები მამაკაცთან, რომელიც არა არის მათი ღირსი. ჩაიხედეთ საკუთარ თავში - იქ, შიგნით უნდა მოიპოვებოდეს სიმამაცე, დამოუკიდებლობა და ინიციატივა. იყავით რეალისტები! თქვენ ყოველთვის გაქვთ არჩევანი!
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://lady21vek.com">http://lady21vek.com</a>