LIFE

როგორ გავიმატივოთ ურთიერთობა ადამიანებთან ვინც ყველაფერზე ღელავს ?

როგორ გავიმატივოთ ურთიერთობა ადამიანებთან ვინც ყველაფერზე ღელავს ?

ხშირად, ზედმეტი ფიქრი ყველაფერს აფუჭებს. თვითონ იმ გრძნობასაც, რასაც განვიცდით სხვა ადამიანების მიმართ. უმისამართოდ ფიქრი გვაბნევს და საკუთარი თავის ლაბირინთში გვამწყვდევს. 

ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ადამიანზე ყველაფერი, ვისთანაც ვურთიერთობთ. განსაკუთრებით ის, ფიქრობს თუ არა იგი ძალიან ბევრს. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ბევრი ფიქრი სულაც არ არის ცუდი და არც არაფერს აფუჭებს, თუმცა, შინაგანად, იგი ადამიანებისთვის ძალიან ბევრს ცვლის. ზედმეტად ბევრ ფიქრს შეჩვეულ ადამიანებს ახასიათებთ შფოთვა, გაუბედავობა, მერყეობა, ეჭვები საკუთარ თავთან და ა.შ. ძალიან რთულია ცხოვრება ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს ფიქრობენ და ასევე, რთულია მათი სიყვარულიც. 

როგორ გავიმატივოთ ურთიერთობა ადამიანებთან ვინც ყველაფერზე ღელავს ?

ამიტომ, გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში თუ იგი ზედმეტად ბევრს ფიქრობს:

1. საყვარელი ადამიანისთვის ფიქრის აკრძალვა იგივეა, რომ მას სუნთქვა აუკრძალოთ. ზედმეტად ბევრი ფიქრის შეწყვეტას ნუ მიუთითებთ მას, ამით საფიქრალს გაუასმაგებთ. 

2. მასთან ურთიერთობას პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე საუბარი გაგიმარტივებთ. გულრწფელობასა და პირდაპირობას ბევრი ფიქრის მოყვარულები ძალიან აფასებენ. 

3. თქვენი ქმედებები უნდა ემთხვეოდეს თქვენ მიერ ნათქვამს, თქვენს ღირებულებებს, ფიქრებსა და იდენტობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს საყვარელ ადამიანს გაცილებით მეტი ეჭვი გაუჩნდება. მან უნდა იცოდეს, თუ ვინ ხართ რეალურად. 

როგორ გავიმატივოთ ურთიერთობა ადამიანებთან ვინც ყველაფერზე ღელავს ?

4. იგი გამუდმებით უნდა გრძნობდეს, რომ თქვენ ერთი გუნდი ხართ. ასეთ შემთხვევაში, თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობს, რაც საშუალებას მისცემს ნაკლები იფიქროს და მოდუნდეს. 

5. ზედმეტად ბევრ ფიქრს შეჩვეული ადამიანები მიდრეკილები არიან პესიმიზმისკენ. ისინი აფასებენ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ მათთვის ნათელი მხარეების ჩვენება. 

6. ნუ დააკისრებთ მათ ვალდებულებებს. მიეცით დრო, იფიქრონ იმაზე, სჭირდებათ თუ არა პასუხისმგებლობები, რომელთა აღებაც მოუწევთ. 

7. მიეცით თქვენს პარტნიორებს იმის საშუალება, რომ თავიანთი ფიქრები, მიუხედავად მათი სიმრავლისა, გააჟღერონ. ესაუბრეთ განსჯისა და კრიტიკის გარეშე. ეს მათ გონებას დაეხმარება, გაცილებით ეფექტურად იაზროვნოს და იფიქროს. 

როგორ გავიმატივოთ ურთიერთობა ადამიანებთან ვინც ყველაფერზე ღელავს ?

8. ისინი აფასებენ ყველაფერს კარგს, რასაც აკეთებთ და ნურასოდეს შეიტანთ ეჭვს, რომ ამას ოდესმე, ბოროტად გამოიყენებენ.

9. ბევრი ფიქრის შედეგად, ასეთი ადამიანები, ხშირად უჩივიან გადაღლას. ნუ დაუმატებთ მათ გონებას საფიქრალს. მიეცით დრო და სივრცე, ინფორმაცია, რომელსაც ამუშავებს მისი გონება, საჭირო დროში დაამუშავოს. 

10. გახსოვდეთ, ძალიან რთულია ასეთი ადამიანების ფიქრების გაფანტვა და თუ ამის გაკეთებას ცდილობთ, სწორი ფორმა შეარჩიეთ, ვინაიდან, ისინი ყოველთვის ყველაფერზე ზემდეტი სერიოზულობით ფიქრობენ. 

11. ისინი გეგმებს ყველა სხვა ადამიანზე დიდხანს აწყობენ. თქვენ შესაძლოა სპონტანურობას რომანტიკულად მიიჩნევთ, თუმცა, გახსოვდეთ, ყოველთვის კარგი იდეა არ არის. 

როგორ გავიმატივოთ ურთიერთობა ადამიანებთან ვინც ყველაფერზე ღელავს ?

12. ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ძალიან ბევრს ფიქრობენ, საჭიროებენ თქვენგან გამუდმებით რაღაცის მტკიცებას, მუდმივად დარწმუნებას. თუ ამას ხშირად აკეთებთ, ნუ გაღიზიანდებით, ეს ნიშნავს, რომ მათთვის საკითხი მნიშვნელოვანია. 

13. ზედმეტად მოაზროვნეთათვის დეტალები უმნიშვნელოვანესია და ისინი საჭიროებენ ამ დეტალების მუდმივ განხილვას. შესაძლოა, ეს ძალიან დამღლელ და მომაბეზრებელ ფაქტად გეჩვენებათ, თუმცა, სწორედ ეს ეხმარება მათ იმედგაცრუებების დაძლევაში.

14. მათთვის ფიქრის პროცესი იმდენად ჩვეულებრივი რამ არის, როგორც თქვენთვის ბარში ჩართული მუსიკისას მისი მოსმენის გაუცნობიერებლობა და სხვა დეტალების თქვენდაუნებურად დანახვისა და აღქმის უნარი. 

როგორ გავიმატივოთ ურთიერთობა ადამიანებთან ვინც ყველაფერზე ღელავს ?

15. ზედმეტად მოაზროვნეები ყოველთვის ძალიანბევრ კითხვას სვამენ. ეს იმას არ იშნავს, რომ ისინი უტაქტოები არიან. უბრალოდ, მათთვის ბევრი ინფორმაციის ფლობა მნიშვნელოვანია, ასე თავს დაცულად გრძნობენ. 

16. მათ თავიანთი გონება უკვე ეთამაშება თამაშს, რომელსაც თავს ვერასოდეს დააღწევენ. ამიტომ, არ სჭირდებათ თქვენგანაც თამაშის გამოწვევა. იყავით მათთან ისეთები, როგორებიც ხართ. 



iheartintelligence.com