ჯანმრთელობა

თუ „ფეისბუქზე“ ვარჯიშის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებთ, თქვენ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ - ახალი კვლევის შედეგი

თუ „ფეისბუქზე“ ვარჯიშის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებთ, თქვენ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ - ახალი კვლევის შედეგი

„ფეისბუქის“ „ნიუსფიდში“ დღის განმავლობაში სპორტდარბაზში გადაღებული არაერთი ფოტო გვხვვდება. ყველა ჩვენგანს ჰყავს თუნდაც ერთი მეგობარი, რომელიც ვარჯიშის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. შეიძლება თქვენც ასეთი ერთ-ერთი მათგანი ხართ.

ეს ფოტოები აჩვენებენ, თუ როგორ ზრუნავენ ადამიანები თავიანთ ფიზიკურ მონაცემებსა და ჯანმრთელობაზე, როგორ ცდილობენ ჰქონდეთ ნავარჯიშები სხეული და მიღწევებს ისინი არცთუ ისე იშვიათად უზიარებენ მეგობრებს.

მსგავსი ფოტოების ნახვა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელია, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ვარჯიშით დაკავებულ მეგობრებს „აჰაიდებენ“.

თუ „ფეისბუქზე“ ვარჯიშის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებთ, თქვენ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ - ახალი კვლევის შედეგი

ამასთანავე - ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს, რომელიც სავარჯიშო დარბაზში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, მეგობრებს უზიარებს დიეტის შედეგებს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ის სუსტია.

ფსიქოლოგი ტარა მარშალი ამბობს, ფეისბუქის სტატუსების, პოსტების, ფოტოების მიხედვით ადამიანის შტრიხების განსაზღვრაა შესაძლებელი.

მკვლევარებმაგადაწყვიტეს მიმოეხილათ „ფეისბუქის“ 555 მომხმარებლის პოსტები.

თუ „ფეისბუქზე“ ვარჯიშის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებთ, თქვენ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ - ახალი კვლევის შედეგი

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც გამუდმებით აქვეყნებენ ფოტოებს სავარჯიშო დარბაზიდან, წერენ თავიანთი დიეტის შესახებ, ამზეურებენ ფოტოებს, სადაც მუცლის პრესი, ან კუნთები უჩანთ, ნარცისიზმით არიან შეპყრობილნი.

“ისინი ამ ხერხით დამატებითი მოტივაციის შექმნას ცდილობენ“, - წერენ მკვლევარები.

თუ „ფეისბუქზე“ ვარჯიშის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებთ, თქვენ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ - ახალი კვლევის შედეგი

კვლევის თანახმად, ადამიანები მოწონებებისა და კომენტარების საშუალებით ცდილობენ დამატებით მოტივაცია შეიქმნან. სტატუსს რაც უფრო მეტი მოწონება ექნება, მოტივაციაც უფრო გაიზრდება.

„ეს ერთგვარად სისუსტის წარმოჩენაა. თუ დააპირებთ რომ სპორტდარბაზში გადაღებული ფოტო ატვირთოთ, ეს თქვენი სისუსტის ნიშანია. თქვენ უბრალოდ გსურთ ვინმემ შეგაქოთ, რეალურად თქვენი ვარჯიშის ამსახველი ფოტოების ნახვა არავის უნდა“, - წერს ტარა მარშალი.



<a href="http://curiousmindmagazine.com/">http://curiousmindmagazine.com/</a>