შვილის აღზრდის დროს დაშვებული 7 შეცდომა - ის, რის გამოც ბავშვები მომავალში წარმატებას ვერ აღწევენ
- 06.04.2017
ფსიქოლოგმა ტიმ ელმორიმ აღმოაჩინა რამდენიმე ძირითადი შეცდომა, რომლებსაც მშობლები ბავშვის აღზრდის პროცესში უშვებენ.
როგორც ელმორი წერს, ქვემოთ ჩამოთვლილი 7 რამ ხელს უშლის ბავშვის თავდაჯერებულ ადამიანად ჩამოყალიბებას და მომავალში წარმატების მიღწევაში - როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
1. მშობლები არ აძლევენ შვილებს გამოცდილების მიღების საშუალებას - ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც საფრთხე ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. მშობლებს პირველ რიგში, აქვთ შიში თავიანთი შვილების დაკარგვის; შიში იმისა, რომ მათ რაიმე დაემართებათ.
რა თქმა უნდა, მშობლის მოვალეობაა შვილის დაცვა, მაგრამ ზოგჯერ მათ ზომიერება ავიწყდებათ და ბავშვები მათზე მიჯაჭვულები ხდებიან. ისინი კარგავენ თავდაცვის ინსტინქტს, რაც მათ მომავალ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. თუ ბავშვს არასოდეს უთამაშია ეზოში, არასოდეს უტკენია მუხლი, ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებაგაუჭირდება.
2. მშობლები სწრაფად შველიან შვილებს - თუ მშობელი ყველა სიტუაციაში სწრაფადვე შველის შვილს, ბავშვი ყოველთვის ელოდება რომ პრობლემებს მოუგვარებენ. ყოველივეს ეჩვევიან და ზრდასრულ ასაკში უჭირთ ცხოვრებისეულ პრობლემებთან ჭიდილი.
3. მშობლები შვილს აჯერებენ, რომ ის განსაკუთრებულია - როცა შვილს ეუბნებით, რომ ის საუკეთესოა და ყველას სჯობს, ის თვლის რომ განსაკუთრებულია. ახალმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ მეთოდმა შეიძლება მშობელი გაუთვალისწინებელ შედეგამდე მიიყვანოს.
ბავშვი მომავალში აღმოაჩენს, რომ არ არის ისეთი აღმაფრთოვანებელი, როგორც მისი მშობლები ეუბნებოდნენ. ამიტომ ისინი ეჭვს შეიტანენ მშობლების ობიექტურობაში. ბავშვს ყოველივე რეალობის შეგრძნებას აკარგვინებს და მომავალში, როცა მიხვდება, რომ განსაკუთრებული არ არის, იმედგაცრუებული აღმოჩნდება.
4. შეცდომაა, როცა კარგი საქციელისთვის შვილებს მატერიალური ჯილდოთი ასაჩუქრებენ - უთხარით ბავშვს ზოგჯერ უარია რამეზე და ასწავლეთ რომ ზოგჯერ ყველაფერიისე ვერ იქნება, როგორც მას სურს. მიეცით უფლება იჩხუბოს, იბრძოლოს იმის მოსაპოვებლად, რაც სურს - ამით ბრძოლას ისწავლის.
როცა შვილი კარგად იქცევა, მშობლები ფულით ასაჩუქრებენ მას. ასეთ დროს ფრთხილად იყავით, ამ დროს უკარგავთ შინაგან მოტივაციას და უქრება უპირობო სიყვარულის გრძნობა, ან რაიმის უპირობოდ გაკეთების უნარი.
5. შეცდომაა, როცა მშობლები არ უყვებიან შვილებს თავიანთ წარსულ შეცდომებზე- მოუყევით მათ იმ შეცდომების შესახებ, რომლებსაც მის ასაკში უშვებდით, ეს დაეხმარება უკეთესი არჩევანი გააკეთოს და ისწავლოს თქვენს შეცდომებზე. ბავშვები უნდა მოამზადოთ იმისთვის, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ. მოუყევით მათ რას გრძნობდით, როცა მსგავსი გამოწვევის წინაშე თავადაც იდექით.
6. არ შეიძლება ბავშვს მისცეთ ზედმეტი თავისუფლება, ასევე არ შეიძლება შეუზღუდოთ ის, დაიცავით ზომიერება - როდესაც ბავშვს უზომო თავისუფლებას აძლევთ, ის უპასუხისმგებლო პიროვნებად ყალიბდება. ხოლო თუ თავისუფლებას ზედმეტად უზღუდავთ, მას არ შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
7. პრაქტიკაში არასოდეს აკეთებინებთ იმას, რასაც თეორიულად ასწავლოთ - თუ ეუბნებით თქვენს შვილებს, რომ აუცილებელია იყონ პატიოსნები და ზრდილობიანები, პრაქტიკაში კი არ სთხოვთ მათ ამის გაკეთებას, თქვენს რჩევებს დიდი ალბათობით არ გაითვალისწინებენ.
თემები: მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბედნიერი ბავშვი
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>