სილამაზე

4 მარტივი ნიღაბი რბილი, ჯანსაღი და ბზინვარე თმისთვის

4 მარტივი ნიღაბი რბილი, ჯანსაღი და ბზინვარე თმისთვის

იმისთვის, რომ თქვენი თმა ბრწყინავდეს, გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ ნიღბებს:

1. ავოკადოს ნიღაბი ასაზრდოებს თმას - ამ ეგზოტიკური ხილის ნიღაბი თქვენი თმისთვის საოცრად ეფექტურია. გჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

1 მწიფე ავოკადო;

1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი;

1 ჩაის კოვზი თაფლლი;

1 კვერცხი

შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და აურიეთ მანამ, სანამ ბლანტ მასას არ მიიღებთ. წაისვით მიღებული მასა თანაბრად თმის ძირიდან წვერამდე. გაიჩერეთ დაახლოებით 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4 მარტივი ნიღაბი რბილი, ჯანსაღი და ბზინვარე თმისთვის

2. ალოე ვერას ნიღაბი თქვენს თმას ფაფუკს გახდის - ალოე ვერა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება ამავდროულად, ის ძალიან კარგია თქვენი თმისთვის. ის ჰმატებს თმას ბრწყინვალებას და ხელს უწყობს გაზრდას. თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

ალოე ვერას 1 ფოთოლი;

ერთი ჩაის კოვზი ნუშის ზეთი

დაჭერით ალოე ვერას ფოთოლი, აურიეთ ის ნუშის ზეთში. წაისვით მიღებული მასა თმაზე და დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 

4 მარტივი ნიღაბი რბილი, ჯანსაღი და ბზინვარე თმისთვის

3. ბანანის ნიღაბი ქერტლისგან თავის დასაღწევად - დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

1 ცალი ბანანი;

1 ჩაის კოვზი თაფლი

შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს, სანამ კარტოფილის პიურეს მსგავს მასას არ მიიღებთ. წაისვით ნიღაბი თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთი და დაიბანეთ თბილი წყლით

4 მარტივი ნიღაბი რბილი, ჯანსაღი და ბზინვარე თმისთვის

4. ასპირინის ნიღაბი ძლიერი და ბრწყინვალე თმისთვის - შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ასპირინის ნიღაბი საუკეთესოა თმისთვის. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

3-4 აბი ასპირინი

შამპუნი

დაფშვენით ასპირინი და შეურიეთ ის თქვენს შამპუნში. რამდენიმე წუთში მიღებულ მასას ცოტაოდენი თბილი წყალი შეურიეთ შემდეგ კი, თმაზე წაისვით. გაიჩერეთ დაახლოებით ათი წუთი და დაიბანეთ. რეკომენდირებულია აღნიშნული ნიღაბის გაკეთება კვირაში ერთხელ. შედეგად თქვენი თმა მუდამ ჯანსაღი, ბრწყინვალე და ფაფუკი იქნება.

4 მარტივი ნიღაბი რბილი, ჯანსაღი და ბზინვარე თმისთვის



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>