5. ქოქოსის ზეთი
სახისთვის ძალიან სასარგებლოა ქოქოსის ზეთი. გამოიყენე დღეში ერთხელ. ის შეიცავს ანტიმიკრობულ, ანტიოქსიდანტურ და ანტიბაქტერიულ ელემენტებს, რომლებიც ეპიდერმულ ქსოვილებს აძლიერებს და მკვდარ უჯრედებს აშორებს. ქოქოსის ზეთი შენს კანს ჯანმრთელ იერს დაუბრუნებს.
4. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი საკმაოდ ადვილად დასამზადებელია. ის აქრობს გამონაყარს, ასევე მშრალი კანის დასატენიანებლადაც გამოიყენება. გახსენი ვაშლის ძმარი წყალში და სუფთა ბამბით სახეზე თანაბრად გადაინაწილე.
3. ლიმონი და თაფლი
ლიმონის და თაფლის კომბინაცია საუკეთესო საშუალებაა შენი კანის გასასუფთავებლად. ლიმონი კლავს აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს, ასევე უხდება ნაოჭებს. თაფლი ანტიბაქტერიულია და აჩერებს დაბერების პროცესს.
2. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი სახის მოვლის საუკეთესო საშუალებაა. მით უმეტეს, თუ მშრალი კანი გაქვს. ზეითუნის ზეთი შეიცავს ბევრ ისეთ ელემენტს, რომელიც გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს.
1. ზღვის მარილი
ზღვის მარილი ძალიან მდიდარია მინერალებით. შეიცავს კანისთვის აუცილებელ და სასარგებლო ნივთიერებებს: კალციუმს, კალიუმს და მაგნიუმს. სწორედ ეს მინერალები კვებავს და აღადგენს კანის მკვდარ ქსოვილებს. შეგიძლია სახლის პირობებში გააკეთო სახის გამწმენდი ნიღაბი: ზღვის მარილი, წყალი და თაფლი შეურიე ერთმანეთს და 15 წუთით გაიჩერე სახეზე.
მაშ ასე, გამოიყენე ზემოთ ჩამოთვლილი ბუნებრივი წმენდის საშუალებები - მოუარე კანს უსაფრთხოდ, იოლად და იაფად.
თემები: კანის მოვლა
წყარო: <a href="http://allwomenstalk.com/p/57d6b0bfb421a9ba0e8b456a">allwomenstalk</a>