ვარცხნილობა ლეოპარდის პრინტით - ახალი ტრენდი რომელიც ინსტაგრამს იპყრობს
- 10.04.2017
ინსტაგრამზე ბოლო პერიოდში აქტიურად გამოჩნდა ფოტოები და ვიდეოები, რომელშიც ახალგაზრდა ქალები სრულიად უჩვეულო, აქამდე ჩვენთვის წარმოუდგენელ ვარცხნილობებს ატარებენ.
მათი მოკლე ვარცხნილობები დაფარულია ლეოპარდის პინტით, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სტილისტებმა, ძალიან თამამ ტრენდადაც შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ სტილისტები აღნიშნულ პრინტს ვარცხნილობებზე, ფუნჯებით ხატავენ.
ერიკ პასკარელი, ლონდონში საკმაოდ ცნობილი სტილისტია, რომელმაც ეს ტენდენცია წამოიწყო, როცა შესთავაზა მომხმარებელს მოკლე ვარცხნილობაზე ლეოპარდის პრინტის გაკეთება. როგორც მან სხვადასხვა ცნობილ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, იგი უპირველესად აღიავებს თმას, რათა მაქსიმალურად სუფთა საფუძველი ჰქონდეს ტონირებისთვის. ტონირებისას ერის პასკარელი მომხმარებლის მიერ შერჩეულ ტონებს იყენებს და სველ თმაზე თავად ხატავს კატისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წარმომადგენლის პრინტს. მისივე თქმით, ტონირებისთვის იგი მცენარეულ ცხიმებზე დამზადებულ საღებავს იყენებს, რადგან ისინი გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ფერს.
სტილისტების უმრავლესობა ერთხმად აღიარებს, რომ ეს ახალი ტრენდი მეტისმეტად თამამი და შეშლილია, თუმცა, ძალიან უხდება მოკლე ვარცხნილობებს და მათ მსურველებს, ვარცხნილობისთვის, ფერადი თმის სპრეის გამოყენებასაც ურჩევენ.
ეს ახალი, სპორტული და ავანგარდული თმის ვარცხნილობა ინსტაგრამს იპყრობს და როგორც ჩანს უკვე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
თემები: სტილი, იდეები, ვარცხნილობა, ტენდენცია, ქალები, ინსტაგრამი, სოციალური მედია, ახალი ტრენდი, სპორტული ვარცხნილობა
marieclaire.com
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია