LIFE

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

შვილი მშობლისგან ხშირად იღებს მემკვიდრეობით ფიზიკურ მახასიათებლებს, მაგრამ ფიზიკურის გარდა, მათგან გენეტიკურად პიროვნული თვისებები, ჩვევები და ასევე, სხვადასხვა დაავადებები გადმოგვეცემა.

გთავაზობთ 10 მახასიათებელს, რომლებსაც მშობლებისგან ვიღებთ:

1. ქოლესტერინის მაღალი დონე - ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალ დონეს მისი კვება განაპირობებს და როგორც წესი, ცდილობენ იკვებონ ჯანსაღად, ივარჯიშონ და ა.შ.

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

მაგრამ ზოგჯერ ქოლესტერინის მაღალი დონე დამოკიდებულია არა ჩვენი ცხოვრების წესზე, არამედ გენეტიკაზე. ეს მშობლებისგან გადმოგვეცემა.

2. თმის ცვენა და გამელოტება - გამელოტება გენეტიკურია. თუ თქვენი წინაპარი მელოტია, უდიდესია შანსი, რომ თმა თქვენც გაგცვივდებათ.

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

3. აკადემიური მოსწრება - აკადემიური მოსწრების 55% დამოკიდებულია გენეტიკაზე. თუ თქვენი მშობლები კარგად სწავლობდნენ სკოლაში, დიდი ალბათობით, თქვენ უდიდესი პოტენციალი გაქვთ.

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

4. ყავის სიყვარული - ბევრ ყავას სვამთ? თქვენი ორგანიზმს სჭირდება კოფეინი და ესეც გენეტიკურია. 

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

5. დიაბეტი ადრეულ ასაკში - დიაბეტი, როგორც წესი, ხანში შესულ ადამიანებში ვლინდება, მაგრამ ზოგჯერ ის ადამიანებს ადრეულ ასაკშიც აქვთ, რაც გენეტიკურია და ადამიანს მშობლებისგან გადაეცემა.

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

6. თუ ფერებს ვერ არჩევთ ეს დედას უკავშირდება - ის რომ ფერებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებთ, მემკვიდრეობითია. უმეტეს შემთხვევაში ეს გენი გადადის დედისგან ვაჟზე.

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

7. ვერ იტანთ რძეს და რძის პროდუქტებს - შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ მოზარდების 65% აქვთ შეუგუებლობა რძესთან, რაც მათ გენეტიკას უკავშირდება. როცა ბავშვი პატარაა და მას გადარჩენისთვის რძე სჭირდება, ორგანიზმი თვითონ გამოიმუშავებს უნარს მის მისაღებად, მაგრამ როცა ის იზრდება, მისი რძესთან და რძის პროდუქტებთან დამოკიდებულება იცვლება.

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

8. მანქანის მართვის უნარი - ის, რომ მანქანის მართვის უნარი მშობლებისგან გადაეცემათ შვილებს, მეცნიერულადაა დადასტურებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თანდაყოლილი უნარი გაქვთ მართოთ მანქანა და იცით საგზაო მოძრაობის წესები, მაგრამ თუ გაქვთ განსაკუთრებული გენი, თქვენ გაცილებით უკეთესი მძღოლი იქნებით. თქვენი რეაქციები საჭესთან უფრო გამძაფრებული იქნება და ნაკლები შანსია, რომ ავარიის მიზეზი გახდეთ.

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

9. ახლომხედველობა - თუ მშობელს აქვს მხედველობის პრობლემა, 50%-ია იმის შანსი, რომ შვილსაც ექნება.

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ

10. პოპულარობა - დაუჯერებელია, მაგრამ ჰარვარდელი მეცნიერები ამბობენ, რომ თქვენს პოპულარობას გენეტიკა განსაზღვრავს. თუ მშობლები პოპულარულები იყვნენ სკოლაში, უნივერსიტეტში, თავიანთ გარემოცვაში, მოსალოდნელია რომ მათი შვილების პოპულარობის დონეც მაღალი იქნება.

10 გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცემათ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>