LIFE

გრანდიოზული ქორწილის გადახდა განქორწინების შანსს ამცირებს - ახალი კვლევის შედეგი

გრანდიოზული ქორწილის გადახდა განქორწინების შანსს ამცირებს - ახალი კვლევის შედეგი

თუ ზაფხულში ქორწილის გადახდას გეგმავთ, გირჩევთ ბევრი მოსაწვევი დაამზადებინოთ და გრანდიოზული ქორწილისთვის მოემზადოთ.

შეიძლება არც ისე სასიამოვნოა იმის გაგება, რომ საქართველოში საშუალო დონის ქორწილი, მინიმუმ 150 სტუმრით, საშუალოდ 10 000 ლარი ჯდება, მაგრამ გეტყვით საუკეთესო მიზეზს იმისას, თუ რატომ ღირს ამ და უფრო მეტი თანხის დახარჯვა ქორწილისთვის და ყველა თქვენი ნაცნობის დაპატიჟება.

ახალი ბრიტანული კვლევის თანახმად, წყვილები, რომლებიც დიდ ქორწილს იხდიან უფრო დიდხანს არიან ქორწინებაში და ნაკლებია მათი განქორწინების შანსი.

კვლევამ აჩვენა, რომ წყვილები, რომლებიც დაქორწინდნენ 200 და უფრო მეტი ადამიანის თვალწინ და გადაიხადეს გრანდიოზული ქორწილი, ურთიერთობა შეინარჩუნეს. ასეთი წყვილების 92% -მა შექმნა მყარი ოჯახი.

გრანდიოზული ქორწილის გადახდა განქორწინების შანსს ამცირებს - ახალი კვლევის შედეგი

სტატისტიკამ გამოავლინა ის წყვილებიც, რომლებმაც საქორწინო ფიცი 10 ადამიანის წინაშე დადეს. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ქორწინებების 35% პროცენტი განქორწინებით დასრულდა.

რაც შეეხებათ წყვილებს, რომლებსაც ქორწილში 50 სტუმარი ჰყავდათ, მათი 56% ერთმანეთს გაშორდა.

ასე რომ, მართალია გრანდიოზული ქორწილი თქვენს ფინანსებზე არ აისახება კარგად, მაგრამ ის კარგია ურთიერთობისა და ოჯახის სიმყარისთვის.



<a href="http://nypost.com">http://nypost.com</a>