LIFE

როგორ უნდა დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ახლობლებს

როგორ უნდა დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ახლობლებს

მიუხედავად იმისა, გამოუცდიათ თუ არა ადამიანებს თავიანთ თავზე დეპრესიის რთული პერიოდი და მისი მძიმე შედეგები, იციან თუ არა რას გრძნობს და განიცდის ადამიანი ასეთ დროს, მაინც რთულია იმის ყურება, როგორ იტანჯება ახლობელი ადამიანი ამ მდგომარეობით. 

ხშირად, კრიტიკულ სიტუაციებში ვკარგავთ რაციონალურ აღქმას, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ მათ დასახმარებლად, რა არის სწორი და რა არასწორი. როგორ ვიპოვოთ ის ნეიტრალური და სწორი სიტყვები, რომ თავიდან ავირიდოთ მათი მდგომარეობის დამძიმება და შევძლოთ შევუმსუბუქოთ რთული ემოციური მდგომარეობა. 

როგორ უნდა დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ახლობლებს

TREND. გთავაზობთ რამდენიმე მიდგომას, რაც საშუალებას მოგცემთ გაიადვილოთ კომუნიკაცია ძვირფას ადამიანებთან, რომლებსაც დეპრესიული პერიოდი აქვთ, დაეხმაროთ მათ და შევუმსუბუქოთ მდგომარეობა:

1. აგრძნობინეთ, რომ აფასებთ და გჭირდებათ იგი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ემციურად ცუდად ყოფნისას, ნაკლებად აქვთ საჭიროობის და დაფასებულობის განცდა, ნებისმიერი ძალისხმევის ფასად აგრძნობინეთ მას ეს. 

2. მოუსმინეთ - ნებისმიერ თემაზე, რომელზეც არ უნდა საუბრობდეს, ყურადღებით დაუგდეთ ყური. როცა იგი საკუთარ მდგომარეობაზე დაიწყებს საუბარს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ. 

როგორ უნდა დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ახლობლებს

3. არასოდეს უთხრათ: "თავი ხელში აიყვანოს" ან "გამხიარულდეს"! 

4. გახსოვდეთ, რომ ეს მდგომარეობა დაავადებაა, რომელიც ხშირად იწვევს ისეთი რაღაცების თქმას მისი მხრიდან, რაც არ უნდა თქმულიყო. გაგებით მოეკიდეთ ამ ამბავს. 

5. იყავით ფრთხილად ინიციატივებთან: ის, რომ საყიდლებზე წასვლა, შესაძლოა თქვენ გართობდეთ, დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის, ეს, შესაძლოა, სულაც არ იყოს სახალისო და საინტერესო გამოწვევა. 

როგორ უნდა დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ახლობლებს

6. ნუ დაიდანაშაულებთ თავს: ის, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ცუდად არის, გაციებულია, ებრძვის მწვავე დეპრესიას ან პიროვნულ კრიზისს, თქვენი ბრალი არ არის. 

7. იყავით მომთმენი: ეს ხანგრძლივი თამაშია და აბსოლუტურად გასაგებია, რომ რთულია ნებისმიერ მომენტში შეინარჩუნოთ და გამოავლინოთ მოთმინება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ დეპრესია ემოციურ გაუწონასწორებლობას იწვევს და იქნება როგორც უკეთესი დღეები, ასევე ძალიან რთულიც. 

როგორ უნდა დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ახლობლებს

8. იყავით მათ გვერდით: ხშირად, იმის გამუდმებით კითხვას, შეგიძლიათ თუ არა რაიმეს გაკეთება, უმჯობესია, უბრალოდ, მათ გვერდით იყოთ. 

9. შეუმსუბუქეთ საქმე: გაანთავისუფლეთ იგი ნებისმიერი პასუხისმგებლობიდან და მოვალეობიდან, თუ, რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია. 

როგორ უნდა დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ახლობლებს

10. მიიღეთ მოცემულობა ბუნებრივად: ძვირფასი ადამიანის დეპრესიას ნუ აღიქვამთ, როგორც იმაზე დიდ უცნაურობას, ვიდრე რეალურად არის. მიიღეთ მისი მდგომარეობა ბუნებრივად. გახსოვდეთ, მისი ქმედებები, რომლებიც თქვენ ძალიან უცნაურად გეჩვენებათ, მისი მდგომარეობისთვის საკმაოდ ბუნებრივია. 



psychologies.co.uk