ტყუილად გგონიათ, რომ პატარა ქალბატონებს, რომლებმაც სამყაროში ფეხი ახლახანს შემოდგეს, რომლებიც გარემოს ჯერ კიდევ ეცნობიან და არაფერი სმენიათ მოდის სამყაროსა და მის ტენდენციებზე, სტილი და იმიჯი არ სჭირდებათ. მეტიც, ამ პატარა არსებების ჩაცმულობასა და სტილზე ზრუნვა, ძალიან ბევრი მშობლისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და საკმაოდ რთული საქმეც.
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი დატვირთული გრაფიკის გამო, საყიდლებზე სიარული ხშირად არ გვეხალისება, არ შეგვიძლია ან უბრალოდ ამისთვის შესაფერისი დროის გამონახვა გვიჭირს, ხანდახან, მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ დღეებში, დაბადებისდღეებზე, საბავშვო სკოლისა თუ ბაღის ღონისძიებებზე და სხვ. დიდი დილემის წინაშე ვდგებით - რა ჩავიცვათ ან რა ჩავაცვათ ჩვენს პატარებს?
ჩვენ ერთი ძალიან საინტერესო სტარტაპის შესახებ ვაპირებთ გაგიმხილოთ, რომელიც, ვფიქრობთ, ძალიან ბევრი დაკავებული და საქმიანი მშობლისთვის, სასიხარულო და სასარგებლო ინფორმაციაც შეიძლება აღმოჩნდეს:
2015 წლის ნოემბერში, თეონა ჟორჟოლიანისა და მარიამ ჩაჩანიძის ინიციატივით ქართული საბავშვო ბრენდი, "Mella • მელლა" შეიქმნა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხის გაცემის სხვადასხვა ალტერნატივას თავად ითავსებს და მშობელზე მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებას გვთავაზობს. ბრენდი თავდაპირველად მომხმარებელს მზა ტანსაცმლის ხაზს სთავაზობდა. დამფუძნებლების თქმით, იდეის განხორციელების აუცილებლობა იმ დროს, მსგავსი, განსხვავებული და განსაკუთრებული სერვისის არარსებობამ განაპირობა. 2016 წლის დამდეგისთვის, მელლამ მომხმარებელს პირველი კოლექცია შესთავაზა.
მოგვიანებით, მზა ტანსაცმლის სერიიდან ბრენდის მომსახურება ინდივიდუალურმა შეკვეთებმა ჩაანაცვლა, რის გამოც, ბრენდი ონლაინ ატელიედ ფორმირდა და დღესაც მსგავს რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ბრენდის შემქმნელები დიზაინერთან ერთად მუშაობენ შეკვეთებზე, რომლის ავტორიც, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს. მელლა შემუშავებული თარგების სტანდარტით მუშაობს, ნებისმიერი შეკვეთის შესახებ დეტალებს შემკვეთის ავტორთან განიხილავს და მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფს მის სრულყოფას.
საბავშვო ბრენდი, მშობელს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად იზრუნოს შვილის იმიჯზე, შეურჩიოს მას არა მასიური, არამედ განსხვავებული და ორიგინალური ჩაცმულობის სტილი, შეუქმნას საზეიმო განწყობა და რიგ შემთხვევებში აჩუქოს მას ერთადერთი და განსაკუთრებული, ტანსაცმლის ექსკლუზიური ვარიანტი.
გარდა ტანსაცმლისა, ბრენდი საბავშვო აქსესუარების დამზადებასაც უზრუნველყოფს, რომლებიც საუკეთესო და გემოვნებიანი საჩუქრის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ბრენდი აქსესუარებს ხელით მოხატულ, სასაჩუქრე ყუთებში ათავსებს, რაც საშუალებას მოგცემთ გაახაროთ თქვენი საყვარელი პატარა.
მელლა პროდუქციის დასამზადებლად, ძირითადად, იტალიურ, მაღალი ხარისხსისა და ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობის ქსოვილს იყენებს და გოგონების ტანსაცმელთან ერთად, ძალიან მალე ბიჭის ტანსაცმეკზე მუშაობას და შეკვეთების მიღებასაც გეგმავს. ტანსაცმლის დიზაინი და სტილი ბრენდის მიერ არის შემუშავებული და შეთანხმებულია მომხმარებელთან. ამჟამად, როგორც საბავშვო კაბების, ასევე აქსესუარების დიზაინზე, დამფუძნებლები მუშაობენ.
მელლას მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს ფეისბუქ გვერდის მეშვეობით შეუძლია. ბრენდი მომხმარებელს სანდო, კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასსა და დროში. პროდუქცია 7-დან 10 სამუშაო დღეში მზადდება, მომსახურებაში შედის ტრანსპორტირების საფასური და სამოსის ფასი დამოკიდებულია გამოყენებული მასალის ღირებულებაზე, შეკვეთის სირთულეზე და ა.შ
Mella • მელლა არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც, მშობლებს, ერთი შეხედვით შეუძლებელ და რთულად განსახორციელებელ საქმეს უმსუბუქებს და მეტიც, საკმაოდ ლამაზ რეალობადაც აქცევს.
თემები: მშობლები, სტილი, როგორ ჩავიცვათ, ტანსაცმელი, მშობლები და შვილები, ბავშვები, ჩაცმულობა, ქართული ბრენდი, Mella • მელლა, საბავშვო ბრენდი
Trend.ge