ხშირად შხაპის მიღების დროს მარტივ შეცდომებს ვუშვებთ რის გამოც, შესაძლოა, კანი დავიზიანოთ და საფრთხე შევუქმნათ საკუთარ თავს:
1. ზედმეტად ცხელი წყალი - ცხელი წყალი იწვევს კანის გამოშრობას და აქერცვლას. ამის გამო შეიძლება დაგემართოთ კანი ანთება, ერითემა და ასევე, კანზე გაჩნდეს გამონაყარი.
2. შხაპს იღებთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში - მსგავსად ცხელი წყლით დაბანისა, დიდი ხნით შხაპის ქვეშ დგომაც, აშრობს კანს. შხაპის მიღების საუკეთესო ხანგრძლივობა 10 წუთია.
3. ხშირად იყენებთ ასაქაფებელ გელს - არ არის მიზანშეწონილი ასაქაფებელი გელის გამოყენება ყოველ დღე. ის კანს აშრობს და შეიძლება კანის დაავადების მიზეზი გახდეს. უმჯობესია, გამოიყენოთ დაბანის დროს სპეციალური ზეთები.
4. იყენებთ ძველ ღრუბელს - ღრუბელი იკრავს ბაქტერიებს და ამიტომ რეკომენდირებულია, რომ თვეში ერთხელ აუცილებლოად შეცვალოთ ის. სცადეთ ჩვეულებრივი დასაბანი ღრუბლის ნაცვლად ხელთათმანის მსგავსი დასაბანი საშუალება, რომელიც პირსახოცის ფაქტურა აქვს.
5. გადაჭარბებული გაშრალება - გაიმშრალეთ სხეული რბილი პირსახოცით ისე რომ სხეულს ოდნავი ტენიონობა შეუნარჩუნდეს. შემდეგ კი, წაისვით კანის კრემი.
თემები: სახის მოვლა, კანის მოვლა, სტილი, რჩევები ქალებს, ქალები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>