სილამაზის 6 საიდუმლო, რომელიც 30 წლის ასაკში ყველა ქალმა უნდა იცოდეს
- 14.04.2017
გთავაზობთ სილამაზის ექვს საიდუმლოს. რა უნდა იცოდეს 30 წლის ასაკში ყველა ქალმა:
1. კანის მოვლა სერიოზული საქმეა - ადრეულ ასაკში ქალები ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ კანის მოვლაზე, მაგრამ როცა 30-ის ხდებით, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი კანი არის ძალიან მგრძნობიარე და აუცილებელია მისი მოვლა. ეს ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ უნდა აქციოთ.
2. მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ ისეთი გარეგნობა, როგორიც ახლა გაქვთ - ასაკისა და შესაბამისად, ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლა თამაშს ემსგავსება. რეკომენდირებულია, რომ რუტინად აქციოთ ეს ბრძოლა 20 წლიდან. დაიწყეთ ახლავე. გამოიყენეთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემითვალების გარშემო, ღამის კრემები სახისთვის, რომელიც ატენიანებს კანს და პრიალას ხდის. რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებთ კანის მოვლას, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ ახალგაზრდულ იერს.
3. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი - ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი თუ გსურთ, რომ ნაოჭების ნაადრევად გაჩენისგან თავი დაიზღვიოთ. გარდა იმისა, რომ მზის სხივები ნაოჭებს აჩენს, ასევე ის იწვევს კანის კიბოს.
4. უნდა იცოდეთ რა გხდით მიმზიდველს - 30 წლის ქალმა უკვე უნდა იცოდეს როგორი მაკიაჟი და სამოსი უხდება. უნდა ჰქონდეს თავისი სტილი, კარგად უნდა ერკვეოდეს მოდაში.
5. შეეშვით წესებს - რა თქმა უნდა, კანის მოვლისა და მაკიაჟის გაკეთების უამრავი წესი გაგიგიათ. მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი წესები, ინდივიდუალური. მოიქეცით ისე, როგორც გსურთ და გააკეთეთ ისე, როგორც თვლით, რომ სწორია თქვენთვის.
6. წავიდა ის დღეები, როდესაც ცდილობდით რომ ვარსკვლავებს დამსგავსებოდით - რა თქმა უნდა, კვლავ შეგიძლიათ ისინი ინსპირაციის წყაროდ აქციოთ, მიბაძოთ მათ მაკიაჟის, ან ვარცხნილობის გაკეთების თვალსაზრისით,მაგრამ არ უნდა სცადოთ სცადოთ გახდეთ მათი ასლი. გახსოვდეთ, რომ 30 წლის ასაკში ქალი უკვე შემდგარი უნდა იყოს და როდესაც ვინმეს მსგავსი ხდებთ, საზოგადოება ამას სასაცილოდ აღიქვამს. ეს ინდივიდუალურობას გაკარგვინებთ.
თემები: თავის მოვლა, სტილი, მოდა, რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები
<a href="http://www.femalenetwork.com/">http://www.femalenetwork.com/</a>